logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა
15:00 30.03.2019
შინდისში წყლის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის მშენებლობა დასრულდა, რომელიც სასმელი წყლით 100-მდე ოჯახს უზრუნველყოფს.

განხორციელებულ პროექტს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე, მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. თბილისის მერმა შინდისში, გვარამიების ოჯახში, სიმბოლურად ონკანიც მოუშვა.

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ქსელის მშენებლობით შინდისში ათეული წლების განმავლობაში არსებული სასმელი წყლის მიწოდების პრობლემა გადაიჭრა.

„აქ მცხოვრებ ადამიანებს, დაახლოებით, 30 წლის განმავლობაში წყალი საერთოდ არ მიეწოდებოდათ და ეს მათთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. მათ ჰქონდათ ერთი დიდი ავზი შინდისის შესასვლელში, იქ ისხმებოდა წყალი და შემდეგ, ადგილობრივები ამ ავზიდან იღებდნენ წყალს, რაც სერიოზული დისკომფორტი იყო. ამჟამად კი სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს აბონირება, აბონენტთა დაერთებები. ამ დროისათვის უკვე დაერთებულია 40 აბონენტი. ქსელზე დაერთების პროცესი ერთ თვეში დასრულდება და ყველას ექნება სასმელი წყლის მიღების შესაძლებლობა. აქ განთავსებული წყლის აგრეგატები, საიდანაც შინდისი წყლით მომარაგდება, არის ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო, დანიური წარმოების“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შინდისის წყლით მომარაგების საკითხზე მუშაობა ქალაქის მთავრობამ მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო. მსგავსი მიწისქვეშა კომუნიკაცია დასახლებაში ამ დრომდე არ არსებობდა, რის გამოც, მოსახლეობა იძულებული იყო წყალი, გადამზიდი ავზების საშუალებით, გაცილებით ძვირად შეეძინა.

თბილისის მერიის ცნობით, წყლის მაგისტრალური ქსელის მშენებლობის პროექტი შინდისში მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კახა კალაძესთან ერთად, ასევე, ადგილზე იმყოფებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ბექა ოდიშარია და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გენერალური დირექტორი, ირაკლი ბაბუხადია.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის