logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
12:25 30.03.2019
ბელგრადში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა, რომელსაც სერბეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და დელეგაციის წევრები დაესწრნენ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კობახიძემ დამსწრეებს მიმართა და ქართული პარლამენტარიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა. ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და სერბეთს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზეც და აღნიშნა, რომ ბელგრადში ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სერბეთის რესპუბლიკაში ვიზიტი დაასრულა.

ვიზიტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამართული მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

„გვქონდა ძალიან საინტერესო და შედეგიანი ვიზიტი. გავმართეთ ძალიან საინტერესო დისკუსიები ჩვენი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა მოგვცა პირობა, რომ საქართველოში გაიხსნება სერბეთის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობა. ასევე, გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მნიშვნელოვანია პირდაპირი ფრენების შემოღება და ამ კუთხითაც პრეზიდენტი დაგვპირდა მის უშუალო მხარდაჭერას, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობთ, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური და კულტურული კავშირების შემდგომ განვითარებას. ასევე, მოხარული ვართ, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში გავხსენით პირველი ქართული დიპლომატიური წარმომადგენლობა სერბეთში. ეს ნაბიჯები უზრუნველყოფს ჩვენი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მიღებას სერბეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო, აღმასრულებელი, ბიზნესსექტორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან ერთად, სერბეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.​
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა