მარიამ ჯაშმა ჩაისუბნის პანსიონი მოინახულა
მარიამ ჯაშმა ჩაისუბნის პანსიონი მოინახულა
16:26 29.03.2019
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე , მარიამ ჯაში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა-პანსიონში სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეებს შეხვდა.

შეხვედრაზე მარიამ ჯაშმა სკოლა-პანსიონების რეფორმასთან დაკავშირებით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მზაობა დაადასტურა.

„ქობულეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეწვიეთ ჩაისუბნის პანსიონს, რომელიც დღეისთვის ემსახურება 22 ბავშვს, ძირითადად სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. ზოგადად, აღნიშნული სერვისი არის მილევად რეჟიმში, რადგან ჩენ აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ თითოეული ბავშვი დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, თუმცა პანსიონების ბაზები შესაძლოა ეფექტურად იყოს გამოყენებული სახელოვნებო და სპორტული არაფორმალური განათლების პროგრამების ხელშესაწყობად, ჩვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გავაგრძელებთ დისკუსიას, როგორც განათლების, ასევე ჯანდაცვის უწყებებთან. უახლოეს პერიოდში უნდა მოხდეს შეჯერებული პოზიციის შემუშავება აჭარის მასშტაბით მოქმედი პანსიონების შემდგომი ფუნქციური დატვირთვის თაობაზე. “ - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ბეჭდვა