logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ვახტანგ ჭარაია:  თებერვალში  ეკონომიკის 4,6-პროცენტიანი ზრდა გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია
ვახტანგ ჭარაია: თებერვალში ეკონომიკის 4,6-პროცენტიანი ზრდა გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია
13:23 29.03.2019
"ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო რეიტინგები ცხადყოფს, რომ საქართველოსადმი ნდობა ძალიან მაღალია, ბიზნესგარემო კი საკმაოდ პოზიტიურადაა შეფასებული", - განაცხადა თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ, 2019 წლის თებერვლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის შეფასებისას.

მისი თქმით, აღნიშნული ბოლო დროს გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგია, თუმცა, ჭარაიას შეფასებით, საჭიროა ამ მიღწევების მოსახლეობის ფართო ფენებზე გადანაწილებაზე მუშაობის გაძლიერება, რომ გავზარდოთ თითოეული ქართული ოჯახის შემოსავლების მოცულობა.

"საქსტატის" წინასწარი შეფასებით, 2019 წლის თებერვალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეკონომიკურმა ზრდამ 4.6 პროცენტი შეადგინა. 2019 წლის იანვარ-თებერვალის საშუალო ზრდა კი 4.1 პროცენტს გაუტოლდა. აგრეთვე, 2019 წლის თებერვალში საქართველოში რეგისტრირებულ საწარმოთა ბრუნვა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.8 პროცენტით არის გაზრდილი.

თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის შეფასებით, ეს მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეკონომიკა იზრდება და ჩავარდნა არ გვაქვს, თუმცა ათწლეულების განმავლობაში არსებული დაბალი ინკლუზიურობის პრობლემა კვლავ გამოწვევად რჩება და შესაბამისად ეს პოზიტიური მაჩვენებლები მოსახლეობის ფართო ფენებზე თანაბრად არ ვრცელდება, რაც ხშირად მათ უკმაყოფილებას იწვევს.

"წარმატების მიღწევა განათლებასა და მეცნიერებაში მეტი რესურსის ჩადების გარეშე შეუძლებელია და ამას საბედნიეროდ მთავრობა აცნობიერებს და შესაბამის რეფორმებსაც აანონსებს, რასაც მე მივესალმები. ძლიერი საგანმანათლებლო სისტემა ძლიერი ეკონომიკის საწინდარია", - განაცხადა თსუს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა