logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
პრემიერის დავალებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენენ
პრემიერის დავალებით, ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარადგენენ
16:38 28.03.2019
სექტორთაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბავშვთა სისხლში ტყვიის მონიტორინგთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში წარმოადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკოლოგიის თვალსაზრისით მნიშვნელოვან გამოწვევებზე საბჭომ რამდენიმე დღის წინ იმსჯელა. პრემიერის დავალებით, საკოორდინაციო საბჭოში შემავალმა უწყებებმა საქართველოს მასშტაბით წყლის ხარისხი შეისწავლეს, რის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ მთავრობის მიერ განხორციელებული ინვესტიციების მეშვეობით გარკვეულ ქალაქებში გაუმჯობესება აღინიშნება, თუმცა, წყლის ხარისხის შეუსაბამობა მაინც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„უკვე გავააქტიურეთ ფაქტობრივად ყველა არსებული რესურსი. პირველი უკავშირდება წყლის ხარისხს. საკოორდინაციო საბჭოში შემავალ უწყებებს ჰქონდათ მიცემული დავალება, რომ შეესწავლათ წყლის ხარისხის მდგომარეობა საქართველოს მასშტაბით. სადაც ჩვენ განვახორციელეთ ინფრასტრუქტურული პროექტები და ინვესტიციები, იმ რეგიონებში წყლის ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება გვაქვს, რაც მისასალმებელია, თუმცა გვრჩება რეგიონები, სადაც ეს საკითხი პრობლემურია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დამატებითი ინვესტიციები უნდა მივმართოთ ამ რეგიონებში, პრობლემის ძირეული მოგვარების მიზნით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რაც შეეხება ბავშვთა სისხლში ტყვიის მოცულობის მონიტორინგს, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ კუთხით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული.

„ეს არის თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული გამოწვევა. ჩვენ გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონკრეტული რეკომენდაციები, რომელსაც აუცილებლად შევასრულებთ. ამავე დროს, პრინციპულად გაიზრდება აქტივობა პრევენციული ღონისძიებების მიზნით. საკოორდინაციო საბჭოს დავალება მიღებული აქვს და ისინი უახლოეს მომავალში წარმოადგენენ სამოქმედო გეგმას ამ მიმართულებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის