logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: აუდიტის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა უკვე შესრულებულია
20:03 14.03.2019
ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიშში მოცემული ინფორმაციისა და რეკომენდაციების შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რამდენიმე განმარტებას აკეთებს.

უმაღლესი აუდიტორული ორგანოების ევროპული ორგანიზაციის გარემოსდაცვითი აუდიტის სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული და 2018 წლის 31 იანვარს დამტკიცებული ჰაერის ხარისხის შესახებ ერთობლივი აუდიტის ანგარიში 2017 წლის კვლევებს ეფუძნება.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების უმეტესობა დღეისათვის უკვე შესრულებულია, კერძოდ:

• 2018 წელს, ოფიციალურად დამტკიცდა და ვადების შესაბამისად ხორციელდება გარემოს დაცვის მოქმედებათა მესამე ეროვნული პროგრამა;
• 2018 წლის 27 ივლისს დამტკიცდა ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი ჰაერის ხარისხის ეროვნული სტანდარტები; 1 აგვისტოდან ეს სტანდარტები ქვეყანაში ოფიციალურად ამოქმედდა;
• უმჯობესდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი; რუსთავში უკვე გაიხსნა ერთი ახალი სადგური; აპრილში თბილსს დაემატება კიდევ ერთი ავტომატური სადგური; სადგური გაიხსნება კასპშიც; იტალიის მთავრობის მხარდაჭერით, მიმდინარე და მომავალ წელს ქვეყნის მონიტორინგის ქსელს 5 ახალი სადგური დაემატება;
• ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ მოსახლეობის დროულად, უწყვეტად და მარტივი ფორმით ინფორმირების მიზნით, შეიქმნა სპეციალური ვებპორტალი: air.gov.ge;
• გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა შეიმუშავა და ახორციელებს ჰაერის დაცვის თემაზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გეგმას;
• გაუმჯობესდა უწყებათშორისი კომუნიკაცია, რომლის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით იქმნება შესაბამისი თემატური უწყებათშორისი კომისია.

რაც შეეხება რეკომენდაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის შექნის თაობაზე, მიმდინარე წელს, იტალიის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყება აღნიშნულ სისტემის შექმნაზე მუშაობა, რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის კონკრეტულ შედეგებს მოგვცემს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2017 წელს საქართველოს დედაქალაქში პრობლემურ დამაბინძურებლებს მიწისპირა ოზონი (O3), გოგირდის დიოქსიდი (SO2) და ნახშირჟანგი (CO) წარმოადგენდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

აღნიშნული დამბინძურებელი ნივთიერებების თანამედროვე ავტომატური სადგურებზე უწყვეტი მონიტორინგის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ სტანდარტებთან მიმართებით ფასდება და არც ერთი მათგანი არც 2017 და არც 2018 წლებში არ აჭარბებდა დადგენილ ნორმას.

აღნიშნული უზუსტობები გამოწვეულია მონაცემების დათვლის მეთოდოლოგიაში დაშვებული ცდომილებით.
15 ქვეყნისა და ევროკავშირის აუდიტორების მიერ ჩატარებულ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ეფექტიანობის ერთობლივი აუდიტი, საქართველოს გარდა, ესპანეთის, შვეიცარიის, ჰოლანდიის, ალბანეთის, ბულგარეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ისრაელის, კოსოვოს, მაკედონიის, მოლდოვის, პოლონეთის, რუმინეთის და სლოვაკეთის უმაღლესი აუდიტორული ინსტიტუციების ინდივიდუალურ კვლევებს ეფუძნება. ანგარიშის მიხედვით, აუდიტში მონაწილე ქვეყნებიდან, ესტონეთის გარდა, არც ერთ ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის გასაუმჯობესებლად საკმარისი ზომები ამ ეტაპზე მიღებული არ არის.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა