logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ბოტანიკურ ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო
ბოტანიკურ ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო
18:23 11.03.2019
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში ტრენინგი - „მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებები და თანამედროვე ტექნოლოგიები“ დაიწყო.

ტრენინგი თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TIKA) მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მცენარეთა დაცვის ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

ტრენინგის ფარგლებში, მცენარეთა დაცვის სფეროს წამყვანი უცხოელი სპეციალისტები ბოტანიკური ბაღის, ეკოსერვის ჯგუფისა და თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის 16 სპეციალისტს გადაამზადებენ.
ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორის თქმით, თურქულმა მხარემ პროექტის ფარგლებში ბოტანიკურ ბაღს თანამედროვე ტექნოლოგიებიც გადასცა.

„საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, 2018 წლის დასაწყისიდან, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან თანამშრომლობს. მათთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ საგრანტო პროექტი მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის უსაფრთხო ღონისძიებების გაძლიერებასთან დაკავშირებით, რომლის ფარგლებშიც ბოტანიკური ბაღის მცენარეთა დაცვის ლაბორატორია ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. TIKA-მ ბოტანიკურ ბაღს გადასცა ახალი თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ხელს შეუწყობს მცენარეთა კვლევას და მათ შემოწმებას არბოტომის აპარატის მეშვეობით, რომელიც ახდენს მცენარის მერქანში მიმდინარე პროცესების სკანირებას და გვაძლევს ინფორმაციას მცენარის შესაძლო დაავადებების შესახებ. აღნიშნული ტექნოლოგიის საშუალებით მოხდება მცენარეთა გაჯანსაღების ისეთი მეთოდოლოგიის დანერგვა, როგორიცაა საინექციო საშუალებებით საკვები მინერალების მცენარის ორგანიზმში მოხვედრა არა ფესვური და ფოთლოვანი გამოკვებიდან, არამედ მერქნიდან, რათა დაჩქარდეს დაავადებული მცენარის აღდგენის ღონისძიებები. ეს ტექნოლოგია საქართველოში პირველად ბოტანიკურ ბაღში დაინერგება“, - განაცხადა თამაზ დარჩიძემ.

მისივე თქმით, თანამშრომლობის მეორე ეტაპია კადრების გადამზადება მცენარეთა დაცვის თანამედროვე ღონისძიებების მიმართულებით, რაც ამჟამად მიმდინარეობს.

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ (TIKA) ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს 140 000 ლარის ღირებულების სპეციალური ტექნიკა 2018 წლის 9 აგვისტოს გადასცა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის