logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ხუნდაძე: განათლება გვაძლევს გრძელვადიან შედეგს და არა ერთჯერადი სოციალური დახმარებები
ხუნდაძე: განათლება გვაძლევს გრძელვადიან შედეგს და არა ერთჯერადი სოციალური დახმარებები
15:11 07.03.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე განათლების სფეროში პრემიერ-მინისტრის ახალ ინიციატივას "განათლება - გზა თავისუფლებისკენ" ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, ქვეყანაში, სადაც განათლება არ არის პრიორიტეტი, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება შეუძლებელია.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ დღეს სახელმწიფოს პრიორიტეტები სწორად არის შერჩეული და ეს ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების პერსპექტივაა.

„როდესაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და სიღარიბის დაძლევაზე ვსაუბროთ, თუ რა დახმარებები უნდა გაიღოს სახელმწიფომ, აუცილებელია, უპირველეს ყოვლისა განათლების დონის ამაღლებაზეც ვიზრუნოთ. სწორედ ეს გვაძლევს გრძელვადიან შედეგს და არა ერთჯერადი სოციალური დახმარებები. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მძიმე სოციალური ფონია საქართველოში, სწორი გადაწყვეტილებაა, რომ სოლიდური თანხები განათლებაში წავიდა. ჯერ ასეთი პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა. ჩვენ ვერასოდეს წავალთ წინ, თუ არ ვიფიქრეთ გრძელვადიან პერსპექტივაზე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაჭირვებულს არ უნდა დავეხმაროთ, უნდა დავეხმაროთ, ოღონდ ფინანსებთან ერთად, ცოდნის მიცემით.

დღეს დამსაქმებლები მხოლოდ კვალიფიციურ კადრებს მოითხოვენ, იქნება ეს უმაღლესი განათლებით თუ პროფესიული ცოდნით. სწორედ ეს ცოდნა განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკურ სიძლიერეს, რაც თავისთავად პოზიტიურად ცვლის სოციალურ ფონს. მართალია, განათლების შედეგად მიღებული ძლიერი ეკონომიკა და სოციალური მდგომარეობა ხანგრძლივ დროს მოითხოვს, მაგრამ თუ მხოლოდ დღევანდელზე ვიფიქრეთ, წარმატებული ხვალინდელი დღე ვერასოდეს დადგება",- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა