logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი” აღარ აშენდება
„არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი” აღარ აშენდება
18:42 01.03.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუდამაყრის ხეობაში დაგეგმილი „არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესის” მშენებლობაზე უარყოფითი გადაწყვეტილება გასცა.

„პროექტი სამინისტრომ ზედმიწევნით დეტალურად განიხილა. ჩვენ ენერგეტიკის პოტენციალის გამოყენებას დიდ პრიორიტეტად მივიჩნევთ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ბუნების ხარჯზე. ჩვენ ვერ დავინახეთ სათანადო დასაბუთება წარმოდგენილ პროექტებში. ამიტომ ეს ჰესები ასეთი პროექტებით ვერ განხორციელდება. ის წინააღმდეგობაში მოდის სამინისტროს მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან, რაც უკავშირდება არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნას ამ ტერიტორიაზე. სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და კომპანიას უარი ეთქვა ჰესების მშენებლობაზე. „არაგვი ჰესი და არაგვი 1 ჰესი“ საფრთხეს უქმნიდა იმ ლანდშაფტის ბუნებრივ მემკვიდრეობის შენარჩუნებას რაც ამ ხეობაშია, ვსაუბრობ ფლორის უნიკალურობაზე, წითელი ნუსხის სახეობებზე და ა.შ.“, - განაცხადა მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

ჰესის განთავსება გეგმარებითი დაცული ტერიტორიების საზღვრებში გარემოზე მოსალოდნელი ზემოქმედების რისკების შეფასების გარეშე დაიგეგმა. ასევე არ შეფასდა გეგმარებით დაცულ ტერიტორიაზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ზეგავლენის ასპექტები.

აღსანიშნავია, რომ არაგვის გეგმარებითი დაცული ლანდშაფტი იქმნება გუდამაყარში, ფშავსა და პირაქეთა ხევსურეთში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვის, აღდგენის და გონივრული გამოყენების მიზნით.

ფშავ-ხევსურეთში წარმოდგენილი ფლორის 20-ზე მეტი სახეობა შესულია საქართველოს წითელ ნუსხაში. ფშავ-ხევსურეთის ფლორა შეიცავს საქართველოს 11 და კავკასიის 230-ზე მეტ ენდემურ სახეობას, რაც ნიშნავს, რომ ფშავ-ხევსურეთში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების 22.5% საქართველოს ან კავკასიის ენდემია. გარდა ამისა, მინიმუმ 8 მათგანი მეტად იშვიათი სახეობების კატეგორიას განეკუთვნება.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა