logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გარემოს დაცვის კომიტეტი მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობას სწავლობს
გარემოს დაცვის კომიტეტი მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობას სწავლობს
17:45 01.03.2019
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა მეორე თემატური მოკვლევა მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით დაიწყო და დღეს ამ საკითხზე საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ზეპირი მოსმენა გამართა.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი არის პირველი კომიტეტი, რომელმაც დანერგა თემატური მოკვლევის პრაქტიკა და პირველი საპილოტე პროექტიც განახორციელა თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რამაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

„აღსანიშნავია, რომ პარლამენტის ახალი რეგლამენტით მოხდა საპარლამენტო ზედამხედველობის ამ მნიშვნელოვანი მექანიზმის ინსტიტუციონალიზაცია და მისი გამოყენება ახლა უკვე სხვა საპარლამენტო კომიტეტებსა თუ მუდმივმოქმედ საბჭოებსაც შეეძლებათ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

მან იმ წინაპირობებზე ისაუბრა, რამაც კომიტეტს მეორე თემატური მოკვლევის თემად მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებულ მდგომარეობის აღება გადააწყვეტინა. კახა კუჭავას თქმით, კომიტეტის არაერთ გასვლით სხდომაზე და შეხვედრაზე, ნარჩენების საკითხი ერთ-ერთ პრობლემად და ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით გამოწვევად დასახელდა.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ მალე შესაბამისი კანონი შევა ძალაში და მუნიციპალიტეტები აქტიური მონაწილეებია იმ პროცესის, რომელსაც ჩვენ ახლა განვიხილავთ. ჩვენ ახლა განვიხილავთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისაგან მიღებულ ინფორმაციებს მუნიციპალურ ნარჩენებთან დაკავშირებით, გავეცნობით მათ ხედვებს ამ სფეროში არსებული გამოწვევებისა და პრობლემების შესახებ“, - განაცხადა კახა კუჭავამ. მისივე თქმით, ამ მოკვლევაში ჩართული არიან სხვა კომიტეტების წევრებიც, განსაკუთრებით მაჟორიტარები, ვინაიდან მათი ჩართულობა მნიშვნელოვანია, როდესაც მუნიციპალიტეტების პრობლემებზეა საუბარი.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულმა მოკვლევამ უნდა განსაზღვროს, თუ ქვეყანა რამდენადაა მზად, რომ ნარჩენების მართვის ახალ მოდელზე გადავიდეს. მისივე თქმით, წინასწარ უნდა იყოს შესაბამისი ზომები მიღებული, რადგანაც წლის ბოლოს, როდესაც კანონი ამოქმედდება, ყველასთვის ყველა წინაპირობა იყოს შექმნილი და დიდი პრობლემების წინაშე არ დავდგეთ.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი „მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ“ თემატური მოკვლევის ფარგლებში ზეპირი მოსმენა იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან გამართა, რომლებმაც მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ დოკუმენტურად დადასტურებული პოზიციები წარმოადგინეს კომიტეტში.

დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე CENN-ის (კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი), ეკოხედვა/ECOVISION-ის, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების წარმომადგენლებს მოუსმინეს.

წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების სფეროში არსებული ვითარება მარტივი არ არის, პრობლემები უკავშირდება ნარჩენების მოსაკრებლის მეთოდოლოგიის დადგენას, ნარჩენების მართვის პროცესს, მდგრადი მართვის დანერგვაში მოსახლეობის ინფორმირებულობას და ა. შ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა განცხადებით, არის ინფორმაციის ნაკლებობა და, შესაბამისად, ნარჩენების მდგრადი მართვის დანერგვაში განსაკუთრებულ პრობლემას მოსახლეობის ინფორმირებულობა წარმოადგენს. აუცილებელია, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანიები, საგანმანათლებლო პროგრამები სახელმწიფოს მხრიდან იყოს მხარდაჭერილი და ამ საკითხების გადაწყვეტა მხოლოდ მუნიციპალიტეტებზე არ უნდა იყოს მინდობილი. როგორც აღინიშნა, მთელ მსოფლიოში მდგრადი მართვა იქითკენაა მიმართული, როცა ნაგავსაყრელებზე მხოლოდ ისეთი ნაგავი ხვდება, რომლის შემდგომი გადამუშავება შეუძლებელია.

გამოითქვა მოსაზრება, რომ თუ არა სახელმწიფოს და საზოგადოების თანაბარი თანამონაწილეობა, ვერ მოხდება ვერც ნარჩენების სეპარაცია და ვერც ნარჩენების მთავარი პრინციპების შესრულება - შემცირება, გამოყენება და გადამუშავება. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ეროვნული და მუნიციპალური სამოქმედო გეგმები უნდა მოიცავდეს საგანმანათლებლო და საინფორმაციო პროგრამების დანერგვას და ინფორმირების მექანიზმების განხორციელებას ქვეყანაში. ითქვა ისიც, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილი ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა სერიოზულ რევიზიას საჭიროებს და მუნიციპალიტეტების გეგმები ეროვნულ გეგმებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი. თითქმის ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ აუცილებელია სწორი მართვის ჩამოყალიბება, თანხვედრაშია მოსაყვანი მართვის გეგმები და ბიუჯეტური დაგეგმვა ადგილებზე, ბევრ მუნიციპალიტეტში აღსადგენია ე. წ. საქმიანი ეზოები.

შემოსული პოზიციების ანალიზი ექსპერტმა ხათუნა გოგალაძემ წარმოადგინა და იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც გამომსვლელთა ინფორმაციებში გამოიკვეთა. მისი თქმით, ეს საკითხები ოთხ ჯგუფად შეიძლება დაჯგუფდეს: სატარიფო სისტემებთან დაკავშირებული საკითხები; რეციკლირებასთან დაკავშირებული ბარიერები; ცნობიერება და მუნიციპალიტეტების შესაძლებლობები; საჯარიმო სანქციები.

სამუშაო შეხვედრა, ძირითადად, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. პარლამენტის წევრებმა პასუხები მიიღეს მათთვის და საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე.

თემატური მოკვლევის შემდეგ ეტაპზე ჯგუფის წევრები საჯარო უწყებების, ასევე რამდენიმე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

თემატური მოკვლევის პროექტი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის