logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი RMG-ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების სამუშაოებს გაეცნო
ლევან დავითაშვილი RMG-ის მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულების სამუშაოებს გაეცნო
11:41 01.03.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან არსებულ ქვემო ქართლის რეგიონში გარემოს დაბინძურების შემსწავლელ სამუშაო ჯგუფის ("საყდრისის კომიტეტი", "მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმა") წევრებთან ერთად კაზრეთში იმყოფებოდა, სადაც კომპანია RMG Cooper-სა და RMG Gold-ის მიერ სამინისტროს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს გაეცნო.

„საყდრისისა და კაზრეთის ტერიტორიაზე სამთომომპოვებელი სამუშაოების გამო, წლების განმავლობაში უამრავი პრობლემა დაგროვდა. სამინისტრომ 2018 წელს გააკეთა მიწერილობა, რომლის მიხედვითაც კომპანიას დაევალა, როგორც ისტორიული მემკვიდრეობითი პრობლემებისა და ზიანის გამოსწორება, ისე მიმდინარე გარემოსდაცვითი საკითხების მოგვარება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია რეგულარულად დავაკვირდეთ თუ როგორ სრულდება სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულებები. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დეტალურად შეისწავლის“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც საყდრისის კომიტეტის ხელმძღვანელმა, ნინო ბურჭულაძემ განაცხადა, მისასალმებელია, რომ კომპანიამ გარკვეული სამუშაოები შეასრულა, ნაწილი კი შესრულების სტადიაშია.

„თუმცა საბოლოო შედეგებზე ჯერ საუბარი ნაადრევია. დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა აპრილის ბოლოს გვექნება“ - განაცხადა ნინო ბურჭულაძემ.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიას სამინისტროს მიერ გარემოსდაცვითი ღონისძიებების, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი ვალდებულებები აქვს დაკისრებული, რომელთა შორის უმეტესობა წყალდაცვით ღონისძიებებს უკავშირდება.

კომპანიამ სპილენძის კუდსაცავზე, საიდანაც მდინარე კაზრეთულა ბინძურდებოდა, სამინისტროს მიერ გაცემული ვალდებულების ფარგლებში, წყლის შემკრები რეზერვუარი და სატუმბი სისტემა ააშენა, რითაც მდინარე კაზრეთულას დაბინძურების წყაროს აღიკვეთა.

კომპანიამ ასევე მთავრობის დადგენილების შესაბამისად ნარჩენების 7 უბანი მოაწყო და საწარმო უბნებში წარმოქმნილი მტვრის გარემოში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად მტვერდამჭერი მოწყობილობები დაამონტაჟა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა