logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
წალენჯიხის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეოამ პრიორიტეტები აირჩია
წალენჯიხის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეოამ პრიორიტეტები აირჩია
19:31 27.02.2019
წალენჯიხაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად კრებები სოფელ ფახულანში, წყოუშში, ქალაღალში, ჭალეში, ეწერფერდში, ოლორში, ნაშამგუსა და მუაჟავაში ჩატარდა. სოფლებში ჩატარებულ კრებებს სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე მალხაზ თორია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია და წალენჯიხის მერის მოადგილე გიორგი ლუკავა დაესწრნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

მოსახლეობის უმეტესობამ ფახულანში სოფლის ცენტრის კეთილმოწყობას, საბავშვო ბაღისთვის ინვენტარის შეძენას, ჭაბურღილის მოწყობას და თერმული აპარატის შესყიდვას დაუჭირა მხარი.

წყოუშის მოსახლეობის უმეტესობამ საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, გარე განათების მოწყობას და წისქვილის აღდგენას მისცა ხმა.

სოფელ ქალაღალში გამართულ საერთო კრებაზე კი მოსახლეობამ წისქვილის რეაბილიტაციას, შიდა გზების მოწესრიგებას და თერმული აპარატის შეძენას მისცა ხმა.

ჭალეში შეკრებილმა მოქალაქეებმა კი ხმათა უმრავლესობით, სასმელი წყლის მილების შეძენა, საშონიოს უბანში გარეგანათების მოწყობა, საბავშვო ბაღის შემოღობვა, სანიაღვრე არხების ამოწმენდა და შიდა გზის მოწესრიგება აირჩია.

ეწერფერდში გამართულ საერთო კრებაზე რამდენიმე საჭიროება გამოიკვეთა, თუმცა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა სხვადასხვა უბნებში მოგვარდეს: გარე განათების, სანიაღვრე არხების და სასმელი წყლის პრობლემები.

შეკრებილი მოსახლეობის უმეტესობამ სოფელ ოლორში, საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობას და შიდა გზის რეაბილიტაციას დაუჭირა მხარი.

ნაშამგუში კი მოქალაქეებმა წყლის მილების და წისქვილის ძრავის შეძენას მიანიჭეს პრიორიტეტი.

სოფელ მუჟავაში გამართულ საერთო კრებაზე მოსახლეობამ მოსაცდელის მშენებლობის და სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროექტებს დაუჭირა მხარი

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის