დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
15:36 24.02.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა კახეთის გზატკეცილის, საბარგო დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ვაზისუბნის დასახლების, დავით კვაჭანტირაძის, ონიანის, ხაჩატურიანის, არველაძის, წალენჯიხის, კალანდაძის, მებაღიშვილის, ანდღულაძის, კოტე ბაქრაძის, დურმიშიძის, მიქელაძის, ანწუხელიძის, ნანეიშვილის, აფანასიევის, გურამიშვილი-ნიკოლაძის, ტოლენჯის, კაკაბეთის, მესხეთის, ყვარლის, ხარაბაძის, ამირეჯიბის და შერვაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და ხერგიანის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 13 საათიდან 17 საათამდე გლდანის მასივის I მიკრორაიონის და ნოზაძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

10 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 10 საათიდან 13 საათამდე დიდი დიღმის III მიკრორაიონის მაცხოვრებლები, 17 საათიდან 18 საათამდე ყაზბეგის გამზირის, მიცკევიჩის, ტაშკენტის და ჯანო ბაგრატიონის ქუჩების მაცხოვრებლები, 10 საათიდან 17 საათამდე კი ახვლედიანის (ნაწილობრივ) და მუხაძის ქუჩების მაცხოვრებლები.

„თელასის“ ინფორმაციითვე, გადაუდებელი სამუშაოების გამო 17 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების და დავითაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ბეჟანიშვილის, ლომთათიძის და ცოტნე დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 15 საათიდან 18 საათამდე ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ბეჭდვა