logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა დღემდე იუნკერების გმირობაზე დგას
ირაკლი კობახიძე: ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა დღემდე იუნკერების გმირობაზე დგას
14:40 23.02.2019
საქართველოს პარლამენტში რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან 1921 წლის 23 თებერვლის ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნა.

პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში დაღუპული იუნკერების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.

საკანომდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების წარმომადგენელმა, მამუკა მდინარაძემ და თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ფოტოგამოფენა დაათვალიერეს.

„98 წლის წინ, იუნკერების მიერ ჩადენილმა გმირობამ მოგვცა ჩვენ საშუალება, 70 წლისთავზე აღგვედგინა დამოუკიდებლობა, დაკარგული სახელმწიფოებრიობა. მათ გმირობაზე დგას დღემდე ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. ირაკლი კობახიძის თქმით, გუშინ, საქართველოს პარლამენტმა პატივი მიაგო თანამედროვე გმირის - არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

„ჩვენ ასევე გუშინ გავიხსენეთ არჩილ ტატუნაშვილი, ჩვენი თანამედროვე გმირი, მინდა, კიდევ ერთხელ, პატივი მივაგო მის ხსოვნას“- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, სწორედ ასეთი გმირების თავგანწირვაზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა და მათი გმირობის შედეგად არსებობს საქართველო. „დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ იუნკერების ხსოვნას, ახალგაზრდების, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად, საბჭოთა ოკუპაციას აღუდგნენ წინ. ქედს ვიხრი ყველა ქართველი გმირის წინაშე, რომელმაც თავი შესწირა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ასეთი ადამიანების გმირობის მაგალითებზე უნდა გაიზარდონ მომავალი თაობები. „მრავალი ახალგაზრდა გმირი ადამიანი დაკრძალეს ამ ტაძრის ეზოში. 22 წლის იყო შალვა ერისთავი, რომელმაც გადაარჩინა თავისი ასეული, იგი მე-11 არმიის ოფიცერს სანგარში შეუვარდა და ტყვიამფრქვევს გადაეფარა, ხოლო მარო მაყაშვილი 19 წლის იყო. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ უფრო ემოციურად ვუდგები ამ საკითხს. ასეთი ადამიანების გახსენების, მათი გმირობის მაგალითზე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები დაესწრნენ.

1921 წლის თებერვალში რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელმა არმიამ თბილისი დაიკავა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის