logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
მანდატურის სამსახურის უფროსი თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს შეხვდა
16:49 22.02.2019
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მანდატურის სამსახურის უფროსი, გელა გელაძე, ამავე სამსახურის ფსიქოლოგიური მომოსახურების ცენტრის ფსიქოლოგები, მანდატურები და შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრები მონაწილეობდნენ.

გელა გელაძემ სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებს, მშობლებსა და პედაგოგებს მანდატურის სამსახურში, საგანმანათლებლო დაწესებულებების უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მანდატურის სამსახურში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა, მანდატურის სამსახური იყოს უფრო მეტად ზრუნვაზე და პრევენციაზე ორიენტირებული ინსტიტუტი. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ შევიმუშავეთ თვისობრივად განსხვავებული მიდგომები. მანდატურის სამსახურში, ჩვენ მაქსიმალურად ვაძლიერებთ ორ მიმართულებას - უსაფრთხოების კომპონენტს და არსებულ ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრს. სწორედ, ამ ორი უმნიშვნელოვანესი მექანიზმით, მანდატურის სამსახური წარმოადგენს ძალადობის პრევენციისა და რეაგირების საუკეთესო საშუალებას“, - აღნიშნა გელა გელაძემ.

მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები მოზარდებს ბულინგის პრობლემის თაობაზე ესაუბრნენ და მასთან ბრძოლის მეთოდები და საშუალებები განიხილეს. შეხვედრაზე ნაჩვენები იყო საინფორმაციო-შემეცნებითი ვიდეოკლიპი ბულინგის შესახებ.

შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებმა მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელი გააცნეს და უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ მათ მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, მანდატურების, შსს-ს მართლწესრიგის ოფიცრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა