logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GIPA-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ GIPA-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
12:00 22.02.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და GIPA-ს რექტორმა , მაკა იოსელიანმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

მემორანდუმი ხუთწლიანია და ითვალისწინებს: უნივერსიტეტისათვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს, სტუდენტებისათვის საჯარო ლექციების ჩატარებას, ახალგაზრდა, მოტივირებული კადრებისთვის სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებში სტაჟირებას.

„მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ GIPA-სთან გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა. მნიშვნელოვანია, სტუდენტებმა სამინისტროს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიიღონ და სტაჟირებაც გაიარონ. ახალგაზრდა პროფესიონალების დასაქმებისთვის ჩვენი კარი ღიაა. ჩვენს გამოწვევებს ახალგაზრდა, მოტივირებული კადრები პასუხებენ“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

GIPA-ს რექტორმა, მაკა იოსელიანმა სამინისტროსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაფორმებული მემორანდუმი აჩენს პერსპექტივას სამინისტროში სტუდენტებმა კარგი პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ. თავის მხრივ, GIPA მზადყოფნას გამოთქვამს სამინისტროს მიაწოდოს უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები და, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს თანამშრომელთათვის ცოდნის გაღრმავების სპეციალური კურსები შეიმუშავოს. აღსანიშნავია, რომ GIPA-ში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა არსებობს, რომელიც დარგობრივი კომპეტენციის მქონე კადრებს ამზადებს; ის აღნიშნული მიმართულების ერთადერთი სამაგისტრო პროგრამაა საქართველოში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა