ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა
ამერიკულმა კომპანიამ აჭარული ხაჭაპური წლის კერძად დაასახელა
18:24 20.02.2019
ქართული სამზარეულო და ხაჭაპური კიდევ ერთხელ გახდა მომხმარებლის რჩეული. რესტორნისა და მასპინძლობის სფეროს წამყვანმა ამერიკული კომპანიამ, ,,af&co"-მ 2019 წლის ტენდენციები გამოაქვეყნა, სადაც ქართული საჭმელი წლის სამზარეულოდ, აჭარულ ხაჭაპურს კი წლის კერძად დაასახელეს.

,,af&co" ტურიზმის ინდუსტრიის წამყვანი საკონსულტაციო კოპმანიაა, რომელიც რესტორნების, საკვებისა და სასმელის, მასპინძლობის მარკეტინგის უმთავრეს ტენდენციებს პერიოდულად ასახელებს. რაც შეეხება აჭარულ ხაჭაპურს, ის წლის კერძად თავისი გემოს - ყველისა და კვერცხის ნაზავის, ასევე ინსტაგრამზე ხშირი პოსტების წყალობით დასახელდა.

აჭარული ხაჭაპური წელს ასევე იყო მომხმარებელთა რჩეული კულინარიული ვებ-გვერდის „Tasteatlas“ -ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში.
ბეჭდვა