დედაქალაქის ნაწილს 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
დედაქალაქის ნაწილს 21 თებერვალს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
17:38 20.02.2019

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, 21 თებერვალს თბილისში

ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება შემდეგ რაიონებს:

ჩუღურეთის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გოგი დოლიძის, გოგოლის და ჩუბინაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილი ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე ტატიშვილის, ბარნოვის, შოთა მილორავას, ყაზბეგის, ალექსი მაჭავარიანის, ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას, ზანდუკელის და თარხნიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო რამიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის, იალბუზის, ბოჭორმის, არბოშიკის, სამასი არაგველის, ბოდბეს, შავსოფლის და ლუსინიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, საქსოფმანქანის დასახლების, აეროპორტის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, წუწუნავას, დავით კაკაბაძის, ვაჟა ბანეთიშვილის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, მუხაძის, ფიროსმანის, მერაბ კოსტავას, ახვლედიანის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეფე მირიანის, ბალანჩივაძის, დოლიძის და კანდელაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 17 საათიდან 19 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და ტაშკენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის და გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

კომპანიის ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

 

ბეჭდვა