20 თებერვალს საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
20 თებერვალს საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
17:40 19.02.2019

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო, ხვალ, 20 თებერვალს

საბურთაოლოს რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის IV კვარტლის, ინტენსიფიკაციის, ჟღენტის, ნუცუბიძის, კაპანელის, ხომლის და ამაშუკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

 

ბეჭდვა