ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
ღამით მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება
09:56 19.02.2019
თბილისის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო სამუშაოებიდან გამომდინარე, 19 და 20 თებერვალს 00:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე - „ვეფხის და მოყმის“ ძეგლიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე, ხოლო ნაწილობრივ შეიზღუდება - დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე.

შეზღუდვა იმოქმედებს, ასევე, 21 და 22 თებერვალს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. ამ პერიოდში მოძრაობა გადაიკეტება დავით აღმაშენებლის ძეგლიდან ვაშლიჯვრის შუქნიშნამდე. ამის პარალელურად, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ვაშლიჯვრის შუქნიშნიდან დავით აღმაშენებლის ძეგლამდე.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.

ბეჭდვა