logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჟესტური ენის და დაქტილოლოგიის შესასწავლად ტრენინგი გაიმართა
პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ჟესტური ენის და დაქტილოლოგიის შესასწავლად ტრენინგი გაიმართა
12:27 13.02.2019
გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, პარლამენტის სასწავლო ცენტრში პარლამენტის აპარატის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ჟესტური ენის და დაქტილის შესასწავლი ტრენინგი ჩატარდა.

სასწავლო კურსის მონაწილეებს პარლამენტის აპარატის უფროსი მიესალმა და ტრენინგით გათვალისწინებული თემების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„პარლამენტი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო უწყებაა, სადაც ჟესტური ენის და დაქტილოლოგიის შესწავლის პროცესი იწყება. ძალიან გვეიმედება, რომ ეს პროცესი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ ხელმისაწვდომობა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ჩართულობა იმ პროცესებზე, რაც საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს და მომავალშიც იქნება. ჩვენი მიზანია თითოეული მოქალაქისთვის პარლამენტი არამხოლოდ ინფრასტრუქტურულად გახდეს ხელმისაწვდომი, არამედ მათთვის გარკვეული ინფორმაციის მიღებაც შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

პარლამენტის აპარატის უფროსმა გაეროს განვითარების პროგრამის კონკრეტული მიმართულებების ხელმძღვანელებს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რაც მათი მხრიდან პარლამენტის მიერ გამოთქმულ ინიციატივას მოყვა. გივი მიქანაძის ინფორმაციით, პარლამენტის ინიციატივა ორ მიმართულებას მოიცავდა და იგი შეეხებოდა როგორც პერსონალის გადამზადებას, ასევე „მწვანე პარლამენტის“ კონცეფციის დანერგვას და ექსპერტულ დახმარებას.

ტრენინგის გახსნით ნაწილში პარლამენტის აპარატის უფროსმა კიდევ ერთი სიახლის დანერგვის თაობაზე ისაუბრა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.

„პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით გადავწყვიტეთ, რომ უახლოეს პერიოდში პარლამენტის პლენარული სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია სურდო თარგმანით გადაიცემა. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რათა უფრო მეტი აუდიტორია მოვიცვათ და ადამიანებს შესაძლებლობა მივცეთ გაეცნონ პარლამენტში მიმდინარე პროცესებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა