15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
15 თებერვლამდე საქართველოს უმეტეს რაიონებში უნალექო ამინდია მოსალოდნელი
16:58 11.02.2019
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13-14 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +14, +19, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსია მოსალოდნელი.

თბილისში 11-12 თებარვალს ღამისა და დილის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს.

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება. 13-14 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა +11,+13 გრადუსამდე მოიმატებს.
ბეჭდვა