logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28
მოჭიდავეებმა ახალი სეზონისთვის მზადება ბაკურიანის შეკრებით დაიწყეს
მოჭიდავეებმა ახალი სეზონისთვის მზადება ბაკურიანის შეკრებით დაიწყეს
09:48 11.02.2019
მოჭიდავეებმა 2019 წლის სეზონის საწვრთნელი პროცესი ბაკურიანის შეკრებით გახსნეს. ახლახან გამართული საქართველოს ჩემპიონატის შედეგებით დაკომპლექტდა საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების გაფართოებული შემადგენლობები (დაახლოებით 40-40 სპორტსმენი), რომლებიც სეზონის უმთავრესი შეჯიბრებებისთვის სამზადისს შეუდგნენ.

„თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ბაკურიანში 8 თებერვალს ჩამოვედით და 2 კვირის განმავლობაში ძირითად ყურადღებას ფიზიკურ მომზადებას დავუთმობთ. ეს ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი გეგმის პირველი ნაწილია. შემდგომ შეკრებებზე უკვე სრულყოფილი წვრთნები იქნება. იქამდე კი, 28 თებერვლიდან 3 მარტამდე, ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც ამავდროულად სარეიტინგოცაა. გუნდს ბაკურიანში მხოლოდ ავთანდილ კენჭაძე ვერ გამოჰყვა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატზე მიღებული ფეხის ტრავმის გამო სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გადის“- განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ.

„ტრადიციულად, წლის პირველი შეკრება ფიზიკური კონდიციების ამაღლებას ეთმობა ხოლმე და გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ბაკურიანში უკვე მეოთხე დღეა ვვარჯიშობთ და 20 თებერვლამდე დავრჩებით. 22-ში კი უნგრეთში გავემგზავრებით, საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე საჭიდაოდ. წინ უმნიშვნელოვანესი სეზონი გველის და თითოეული შეკრება და შეჯიბრება მოსამზადებელი ციკლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია“ - განაცხადა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელნა ბექა როყვამ.

„ორივე სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გეგმაზომიერად ემზადება უმნიშვნელოვანესი სეზონის წინ. მეც ვაპირებ ბაკურიანში ჩასვლას და ნახვას, როგორ მიდის საწვრთნელი პროცესი. იმედია ეს პროცესი ისე წარიმართება, რომ ხელს არავინ შეგვიშლის და ჩვენი ბიჭები კიდევ არაერთხელ გვასახელებენ უდიდეს საერთაშორისო შეჯიბრებებზე. უფრო მეტ მედალს მოუპოვებენ ჩვენს ქვეყანას და უფრო მეტ ლიცენზიას აიღებენ ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე“ - აღნიშნავს საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, გეგა გეგეშიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ ილჰამ ალიევთან: საქართველოს შავი ზღვის ნავსადგურების ნაცვლად ევროპაში ტვირთების სახმელეთო გზით გაგზავნა უფრო ეკონომიური და სწრაფია
15:09 23.01.2019
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, შვეიცარის ქალაქ დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან