logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
გიგა გიგაშვილი: გამხარი ხეების სანიტარული ჭრები სპეციალური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს
გიგა გიგაშვილი: გამხარი ხეების სანიტარული ჭრები სპეციალური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს
17:45 09.02.2019
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილი „ახალი საქართველოს“ წევრების მიერ დღეს გამართულ აქციას გამოეხმაურა. მისი თქმით, განცხადებები, რომლებიც სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით გაკეთდა, არის პოპულისტური და უსაფუძვლო.

„ეს არის პოპულისტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ბრალდებები, რომლითაც ჩრდილი ადგება დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ ჩატარებულ და ჩასატარებელ ღონისძიებებს. პირველად, დედაქალაქის ისტორიაში გარემოს დაცვას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. დაწყებულია პროექტები, მათ შორის, მუნიციპალური ტრანსპორტის სრული ჩანაცვლება, ჰაერის დაბინძურების პრევენციის ღონისძიებები და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც უკვე პარლამენტშია ინიცირებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები, რომლებიც მოიცავს ახალი საქალაქო პარკების მოწყობას და არსებული პარკების რეაბილიტაციას. სწორედ ეს არის პასუხი ბრალდებებზე და განცხადებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ.

დედაქალაქში გამხმარი ფიჭვების მოჭრა და მათი ჩანაცვლება ასევე არის უპრეცედენტო პროექტი. პირველად, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აღნიშნული პრობლემა საფუძვლიანად შევისწავლეთ. ამასთან დაკავშირებით მოსახლეობას ინფორმაცია არაერთხელ მივაწოდეთ. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, ჩვენ უკვე სამი თვეა, რაც დავიწყეთ სანიტარული ჭრები. ამ პროცესს კი წინ უძღოდა სპეციალური კვლევები. გვქონდა ძალიან ხანგრძლივი და ბევრი კონსულტაცია, როგორც ადგილობრივ ექპერტებთან, ასევე, საერთაშორისო ექსპერტებთან. თბილისის მერიის ინიციატივით, დედაქალაქს უცხოელი ექპერტები პირველად ეწვივნენ, რომლებმაც ფიჭვების საკითხი შეისწავლეს. ისინი დღესაც ჩვენთან ერთად მუშაობენ.

ლაბორატორიული კვლევები ჩავატარეთ, მათ შორის, ევროკავშირში აკრედიტირებულ ლაბორატორიაში, რომლებმაც მოგვცა ნათელი სურათი, თუ რა პრობლემასთან გვაქვს საქმე და აქედან გამომდინარე, დავიწყეთ მასშტაბური ღონისძიებები“, - განმარტა გიგა გიგაშვილმა.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს დედაქალაქში სანიტარული ჭრები სრულად განხორციელდება და წლის ბოლოს ამ მიმართულებით დამატებითი ღონისძიებების ჩატარებაა დაგეგმილი, რაც მოჭრილი ხეების ახალი მცენარეებით ჩანაცვლებას გულისხმობს.

„რა თქმა უნდა, დედაქალაქის მერიას საკმარისი რესურსი გააჩნია. ჩვენ ყველა ღონეს ვიყენებთ იმისთვის, რომ 2019 წელს სრულად დავასრულოთ სანიტარული ჭრები და გამხმარი მცენარეები ბუნებრივი გარემოდან მთლიანად ამოღებული იქნას. ამასთან, 2019 წლის ბოლოს დაგეგმილია აღდგენის ღონისძიებები, რომლებზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ასევე ძალიან დიდი რესურსია გამოყოფილი. ჩვენ უკვე შეკვეთილი გვაქვს ის მცენარეები, რომლითაც გამხმარ ხეებს ჩავანაცვლებთ. შესაბამისად, ყველა ეს პროექტი ნათლად ასახავს იმ მიდგომას, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვასთან და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით გააჩნია. სწორედ ეს არის ჩვენი პასუხი იმ უსაფუძვლო ბრალდებებზე, რომლებსაც ჩვენ ვისმენთ“, - განაცხადა გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის