logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: სკოლის შემოწმების, აუდიტის დასკვნის, სამეურვეო საბჭოს განხილვის შედეგად, ზუგდიდის მე-6 სკოლაში მდგომარეობა გაუმჯობესდა
მიხეილ ბატიაშვილი: სკოლის შემოწმების, აუდიტის დასკვნის, სამეურვეო საბჭოს განხილვის შედეგად, ზუგდიდის მე-6 სკოლაში მდგომარეობა გაუმჯობესდა
23:16 07.02.2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში არსებულ დარღვევებზე და მათ გამოსწორებაზე ისაუბრა.

მინისტრის თქმით, 2018 წლის 21 დეკემბერს, ზუგდიდის მე-6 სკოლამ გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელებული ქმედებების და მათი გამოსწორების შესახებ სამინისტროში წარმოადგინა ანგარიში, სადაც მითითებულია რომ დარღვევებზე გატარებულია ღონისძიებები და უმეტესობა აღმოფხვრილია.

„მე მხოლოდ რამდენიმე ძირითად დარღვევაზე მითითებულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ, სრულად ამ წერილს შეგიძლიათ თავად გაეცნოთ:

მაგალითად, სკოლის ფართები გაცემულია იყო ისე, რომ არ იყო გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და არც რაიმე გადასახადია გადახდილი; ამას მოყვა სკოლის რეაგირება - ფართები გაიცა იჯარის წესით კანონის შესაბამისად.

მოსწავლეებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში იყო ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სიბინძურე და ანტისანიტარია, არ იყო აღჭურვილი არ იყო დამონტაჟებული შიდა გაყვანილობა. განსხვავებით სკოლის პერსონალისათვის განკუთვნილი სველი წერტილებისაგან. ამაზეც მოხდა რეაგირება - სკოლის სარგებლობაში არსებული სველი წერტილები მთლიანად დასუფთავებულია და ჩატარებულია სადეზინფექციო სამუშაოები, შეტანილია საპონი და ქაღალდი, დაყენებულია ჩამრეცხები და განთავსებულია ურნები, ხელსაბანი ნიჟარები დასუფთავებულია და შეკეთებულია, ასევე მოყვანილია წესრიგში წყლის ავზი.

გამოვლენილი დარღვევა - სკოლის მიერ ერთი კლასიფიკატორის კოდზე სამი შესყიდვაა განხორციელებული, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ისე, რომ სკოლას ელექტრონული ტენდერი არ გამოუცხადებია და შესყიდულია 5000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელი, რითიც დარღვეულია სახელმწიფო შესყიდვების კანონით დადგენილი მონეტარული ზღვარი;

გამოვლენილი დარღვევა - სკოლის დირექტორი ახორციელებდა სახელმწიფო შესყიდვებს პირებისგან, რომლებთანაც იმყოფება ინტერესთა კონფლიქტში. არცერთ შემთხვევაში არ არის შედგენილი დოკუმენტი ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ;
გამოვლენილი დარღვევა - სკოლის მიერ სხვადასხვა მიმწოდებელთან გაფორმებული უმეტესი ხელშეკრულებები არ შეიცავს კანონით და ნორმატიული აქტებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს;

სკოლის რეაგირება - შესყიდვებში სრულად იქნება გათვალისწინებული შენიშვნები. სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად სკოლის ბუღალტერი გაივლის შესაბამის ტრენინგებს, ინტერესთა კონფლიქტის არარსებობის შესახებ შესაბამის ოქმების კეთება დაწყებულია 2018 წლის დეკემბრის თვიდან.
გამოვლენილი დარღვევა - სკოლამ შემოსავლების სამსახურს მიაწოდა არასწორი ინფორმაცია, რომლითაც შეიმცირა დასაბეგრი მოგება.

სკოლის რეაგირება - დეკლარაციები დაზუსტებულია, შესაბამისი თანხები გადახდილია ბიუჯეტში.

გამოვლენილი დარღვევა - სკოლის დირექტორის ბრძანებებით 2016 და 2017 წელს შეიქმნა სკოლის ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების საინვენტარიზაციო კომისიები - თუმცა სკოლაში ფინანსური მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩატარებულა.

სკოლის რეაგირება - სკოლაში დაწყებულია და მიმდინარეობს ინვენტარიზაცია, გამოვლენილია ზედმეტობა, მიმდინარეობს შედარებები საბუღალტრო მონაცემებთან.

რეალურად, სკოლის შემოწმების, აუდიტის დასკვნის, სამეურვეო საბჭოს განხილვის შედეგად, სკოლის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, სკოლამ მხოლოდ შემოწმების შემდეგ შეძლო წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების მოგვარება.

ამ და სხვა გარემოებებზე დაუყოვნებელი რეაგირების გადადება ან არ ჩატარება ჩვენი მხრიდან იქნებოდა არა მხოლოდ კანონის დარღვევა, არამედ დანაშაული ჩვენი შვილების, მშობლებისა და საზოგადოების წინაშე. ჩვენ მოვიქეცით ისე, როგორც ათეულობით სხვა შემთხვევაში მანამდე, და მომავალშიც ასე მოვიქცევით, რადგან, ვიმეორებ, ღრმად გვწამს - ამას გვავალდებულებს მომავალი თაობების ინტერესები“ - განაცხადა მინისტრმა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის