logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა
მიხეილ ბატიაშვილი: ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაზე განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა
23:11 07.02.2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ შესწავლის შედეგად, მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა და გამოვლინდა სხვა დარღვევებიც.

„მოქალაქის მიერ განცხადებაში მითითებული ყველა საკითხი და სავარაუდო დარღვევის ფაქტი დადასტურდა და გამოვლინდა სხვა დარღვევებიც. შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, სკოლას 22 ნოემბერს მიეცა გაფრთხილება და სამეურვეო საბჭოს დაევალა 4 დეკემბრამდე განეხილა დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გამოვლენილი დარღვევების შესახებ ასევე ეცნობა შესყიდვების სააგენტოს და შემოსავლების სამსახურს;

უნდა აღნვნიშნო, რომ 2018 წლის 22 ნოემბერს, სამინისტროში შემოვიდა ქალბატონ ია კერზაიას კორესპოდენცია, რომელშიც იგი ადასტურებდა ინსპექტირების სამსახურის მიერ აღმოჩენილ დარღვევის ფაქტებს და უთითებდა მათი აღმოფხვრის მიზნით დაწყებულ სხვადასხვა პროცესზე. ამ წერილში არანაირ ზეწოლაზე, ან სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან უხეშ ქმედებაზე ან დამოკიდებულებაზე, მითითება არსად არ ყოფილა.
ხსენებულ კორესპოდენციაში ია კერზაია ერთმნიშვნელოვნად გამოხატავდა მზაობას ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმული კომპეტენტური რეკომენდაციების შესრულებაზე და უთითებდა შემდეგს: „ვითვალისწინებ რა სკოლის ინტერესებს, ასევე ინსპექტირების სამსახურის მიერ გამოთქმულ არაერთ კომპეტენტურ რეკომენდაციას თუ შენიშვნას, უმოკლეს ვადაში (მაქსიმუმ ერთი თვე) ვაპირებთ აღმოვფხვრათ (ნაწილი უკვე აღმოფხვრილია) ყველა პრობლემა, რაც ჩვენ მიერ იქნება შესაძლებელი“.

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ თარიღებს - 2018 წლის 30 ნოემბერს (თუმცა ჩვენ მათ ვადა 4 დეკემბრამდე მივეცით), სკოლის სამეურვეო საბჭომ სხდომაზე განიხილა სკოლაში შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების უმეტესობა, (10-ზე მეტი) და შესყიდვებში გამოვლენილი ორი სხვადასხვა სახის დარღვევის გარდა, დაეთანხმა ყველა სხვა დარღვევის არსებობას, რომელთა უმეტეს ნაწილზე მიუთითა, რომ უკვე გამოსწორებულია, ნაწილი კი გამოსწორდებოდა უმოკლეს ვადაში, ან მიუთითა, რომ გაითვალისწინებდნენ შემდგომ საქმიანობაში.

ასევე, განიხილეს დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და მიიღეს გადაწყვეტილება, არ შეეჩერებინათ უფლებამოსილება სკოლის არჩეული დირექტორისთვის. თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმს, სადაც ეს ყველაფერი, მათ შორის, დარღვევების აღიარება, ცხადად წერია.

უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს შეეძლო არ დათანხმებოდა სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და დირექტორი ბრძანებით გაეთავისუფლებინა. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სამინისტროს ია კერზაია თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებია, როგორც ამას აქტიურად ავრცელებდნენ კონკრეტული მედია-საშუალებები და პოლიტიკური ინტერესების მქონე სპიკერები.
სამინისტრომ გაითვალისწინა საბჭოს და თავად დირექტორის პოზიცია, დირექტორის დადებითი დახასიათება, ამავე დროს, ინსპექტირების დასკვნაში მოცემული დარღვევების ფაქტობრივად, აღიარება და შესაბამისად, ვითარების გამოსწორებისთვის მათი მზადყოფნა.

უფრო მეტიც, სკოლას დაევალა რეაგირება დასკვნაში დაფიქსირებულ დარღვევებზე და განხორციელებული ქმედებების შესახებ ანგარიშის წარმოდგენა სამინისტროში 1 თვის ვადაში, როგორც ამას თავად ია კერზაია ითხოვდა“ - განაცხადა მინისტრმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის