logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
გუგული მაღრაძე სკოლებში გამოცდების გაუქმებას მხარs უჭერს
გუგული მაღრაძე სკოლებში გამოცდების გაუქმებას მხარs უჭერს
23:02 07.02.2019
„ყოველგვარი მაგრამის გარეშე ვაცხადებ, რომ მხარს ვუჭერ გამოცდების გაუქმებას საშუალო სკოლაში იმ ტიპით, როგორც ეს იყო კატი. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ სკოლაში არ იქნება შეფასების საშუალებები და არ იქნება შეფასების კრიტერიუმები“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის გამოსვლის შეფასებისას.



მან ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატების სკოლებში გამოყენებული შეფასების თაობაზე და აღნიშნა, რომ იქ შეფასებები კეთდება ყოველდღე, სემესტრის ბოლოს - ესაა წერითი, ასევე აქტივობა, კლასგარეშე აქტივობაც კი და მასწავლებელმაც იცის როგორ უნდა შეაფასოს მოსწავლე ამის მიხედვით და მოსწავლემაც იცის როგორ ხდება მისი შეფასება: „ასეთნაირად, ორიენტაცია იმაზე კი არაა, რომ დაიზუთხოს რაღაც, გამოცდისთვის რაც სჭირდებოდა, არამედ ზოგადად მიიღოს ცოდნა, შეიმუშავოს უნარები, მიეჩვიოს კრიტიკულ აზროვნებას და ა. შ. და ა. შ.“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.



მისი შეფასებით, დღეს როდესაც მთელი აქცენტი გადატანილია გამოცდებზე, სკოლა აღარ არის საინტერესო. კი არიან მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ სხვადასხვა მეთოდებს, ცდილობენ სწავლის პროცესი საინტერესო გახადონ, მაგრამ ეს მათთვის მაინც ზედმეტ დატვირთვასავით არის და არ არის ძირეული სასიცოცხლო მოთხოვნილება მათთვის., აღნიშნა მან.



„ჩვენ შეიძლება ერთი-ორი წელი გვქონდეს სიძნელეები, შეფერხებები, როგორ გადავალთ შეფასების ახალ სისტემებზე, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩვენ ამას მივეჩვევით, იმიტომ, რომ მასწავლებლებიც გვყავს, მშობლებიც ამას გაიგებენ. რაც შეეხება უმაღლესს, მე მიმაჩნია, რომ რეციდივი კორუფციისა აღარ იქნება. იმიტომ, რომ გაიარა იმ დრომ, სტუდენტი ახლა მოტივირებულია, თვითონ უნივერსიტეტსაც თავისი პრესტიჟი აქვს და მას არ უნდა ისეთი სტუდენტის მიღება, რომელიც შემდეგ წარმატებით არ წარმოაჩენს მას. არის საერთაშორისო შეფასებები, ასე რომ ესეც დაძლევადია და არ შეიძლება იმის თქმა, რომ კორუფცია შეიძლება დაბრუნდეს. რაც შეეხება სკოლების დაყოფას ასაკობრივად, ეს იდეა ნაცებსაც ჰქონდათ თავის დროზე 2004-2008 წელში, მაგრამ ხარჯიანია ძალიან და მოერიდეთ. აი, ჩვენი ხელისუფლება კი არ ერიდება ამ ხარჯს“, - განაცხადა გუგული მაღრაძემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა