logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: საპარლამენტო საგამოძიებო კომიის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია
მიხეილ ბატიაშვილი: საპარლამენტო საგამოძიებო კომიის ყველა რეკომენდაცია შესრულებულია
22:41 07.02.2019
საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ სამინისტროსათვის მიცემული ყველა რეკომენდაცია შესრულებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ასევე სხვადასხვა უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით, სამართლებრივი აქტის სახით შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესი და პირობები“.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში გათვალისწინებულია სკოლის ტერიტორიაზე სასკოლო დროს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, პრევენციისა და დარღვევებზე რეაგირების კუთხით განსახორციელებელი ღონისძიებები.

„დოკუმენტი წარმოადგენს მანდატურის სამსახურსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის კოორდინირებული თანამშრომლობის მექანიზმს, რაც მნიშვნელოვნად დაარეგულირებს ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში მათი კოორდინირებული მოქმედების პროცესს. ამასთან, განისაზღვრა უფლებამოსილი პირის ინსტიტუტი იმ სკოლებისათვის, სადაც არ არის მანდატური.

რისკების შეფასებისა და სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონული პროგრამის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს მშობლის, სკოლის ადმინისტრაციის, მანდატურისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების მაღალ ჩართულობას სასკოლო პროცესში. პროგრამა მათ შესაძლებლობას მისცემს მოსწავლის შესახებ ელექტრონულ რეჟიმში მიიღონ ინფორმაცია.

შეიქმნა სკოლის მრჩეველთა საბჭო, რომელიც ერთგვარ მაკონტროლებელ და საკონსულტაციო როლს შეასრულებს სკოლის უსაფრთხოების საკითხებში.

სატესტო რეჟიმში მუშაობს ინტერნეტ პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის ბოლომდე საბოლოო სახით მოდიფიცირება. მნიშვნელოვანია, რომ პორტალზე ფსიქოლოგის კონსულტაცია შესაძლებელი იქნება, როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ვებგვერდი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას და აქედან გამომდინარე პრევენციას.

2019 წლის ბოლომდე სკოლებში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესის ფარგლებში, სკოლებს გადაეცემა სახელმძღვანელოდ სკოლებში მედიაციის სტანდარტული გეგმა.

სკოლებში შექმნილია კრიზისული ინტერვენციის ჯგუფი კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით. იგი გადაუდებელი შემთხვევის დროს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ადგილზევე გაეცნობა არსებულ სიტუაციას და გაატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას. ასეთი მიდგომა მნიშვნელოვნად შეამცირებს ბავშვებსა და მოზარდებში გრძელვადიანი ფსიქოლოგიური ტრავმის ჩამოყალიბებას.

2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1300 მოქმედი მანდატური, რომელსაც არ გაუვლია შსს-სთან თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი ახალი სასწავლო მოდული. ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, სადაც არ არის წარმოდგენილი მანდატური. 2019 წლის სექტემბრამდე უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ყველა პირი სრულად აღიჭურვება მეტალო-დეტექტორებით“-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის