მიხეილ ბატიაშვილი: რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან
მიხეილ ბატიაშვილი: რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან
21:55 07.02.2019
„რეგიონს და დედაქალაქს შორის 8-9 ქულით არის განსხვავება უნარების შეფასებებში, იმიტომ რომ ისინი ვერ ემზადებიან. უნარების გამოცდების შემოღებას თავდაპირველად ჰქონდა კეთილშობილური მიზანი, კერძოდ, სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრა. რეალურად, სტატისტიკური მონაცემით, უნარები გადაიქცა ცალკე სფეროდ – კონსულტანტებით, ლიტერატურით. ის ამოცანა, რაც გვქონდა, რომ აღმოგვეფხვრა სოციალური უთანასწორობა, ვერ შესრულდა,“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბარიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მინისტრის თქმით, ეროვნული გამოცდების რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ გაიზარდოს უნივერსიტეტების ავტონომია. მათ შეეძლებათ ნებისმიერი საგანი მოითხოვონ მისაღებ გამოცდებზე, რომლის ჩატარებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნვეყოფილს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ეს ხედვა ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის და მუშაობა გრძელდება უნივერსიტეტების ჩართულობით. ზოგიერთი უნივერსიტეტი უკვე აქტიურად მუშაობს იმაზე, თუ რომელ საგნებს მიანიჭოს უპირატესობა მისაღებ გამოცდებზე.


ბეჭდვა