დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზირზე შიდა ეზოების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
20:23 11.05.2018
წერეთლის გამზირის N59-ში, N61-ში, N63-სა და N65-ში მდებარე შიდა ეზოებში საზგაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ასფალტის დაზიანებული ფენა დაახლოებით, 3300 კვ.მ ფართობზე მოხსნა. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა ბორდიური და საფეხმავლო ტროტუარები, რომლის შემდეგაც, ასფალტის ახალი საფარი დაიგება. სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „სატრასპორტო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.

ბეჭდვა