დიდუბის რაიონის გამგეობა 2018 წლის II კვარტალში შესრულებული სამუშაოების ანგარიშს
აქვეყნებს:
• საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 6676.2 მ2 ფართობზე;
• 17 მისამართზე განხორციელდა არსებული სკვერების აღდგენა-რეაბილიტაცია;
• 6 მისამართზე მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები;
• 33 მისამართზე სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა;
• 1 მისამართზე მოეწყო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კალათბურთის მოედანი;
• 116 მისამართზე გამწვანების სამუშაოები შესრულდა;
• ჩატარდა 3 სპორტული და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიება;
• სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებით და სამედიცინო მომსახურების დაფინანსებით ისარგებლა 5426 ბენეფიციარმა;
II კვარტალში გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისთვის 3795945.56 ლარი დაიხარჯა;