განათლების საერთაშორისო ცენტრი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს
განათლების საერთაშორისო ცენტრი სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროგრამებზე საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს
22:42 31.01.2019
განათლების საერთაშორისო ცენტრი 2019-2020 სასწავლო წლისათვის დღეს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ შემდეგ სამ სასტიპენდიო პროგრამას გამოაცხადებს.

ეს პროგრამებია:

• საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები 2019-2020
• საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2019-2020

ცენტრის ინფორმაციით, სამივე პროგრამა ითვალისწინებს როგორც სწავლის საფასურის, ასევე ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას. სასტიპენდიო პროგრამები არის კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რათა სწავლა გააგრძელონ და აკადემიური ხარისხი მოიპოვონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლებში.

ბეჭდვა