logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 როს ვილსონი: ვენესუელასთან დაკავშირებით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება
როს ვილსონი: ვენესუელასთან დაკავშირებით საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება
15:19 31.01.2019
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, როს ვილსონი 29 იანვარს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯონ ბოლტონის სატელეფონო საუბარს აფასებს, მისი განცხადებით, პრეზიდენტის მრჩეველი საქართველოს მიმართ დიდ ინტერესს იჩენს და პრემიერ-მინისტთან სატელეფონო საუბრისას, სხვა თემებთან ერთად, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„მოგეხსენებათ ბატონი ჯონ ბოლტონი დიდ ინტერესს იჩენს საქართველოს მიმართ. ის თქვენს ქვეყანას გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან შეიტყო სიახლე საქართველოს მიერ ვენესუელის ახალი გარდამავალი პრეზიდენტის მხარდაჭერის შესახებ და საჭიროდ ჩათვალა დაერეკა საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის და მადლობა გადაეხადა მისთვის, რადგან საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი თუ არა უპირველესი, რომელმაც მიიღო ასეთი თამამი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა სატელეფონო საუბარი ასევე შეეხო სხვა საკითხებს. ფართოდ განიხილეს ურთიერთთანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, რასაც ძალიან დადებითად ვაფასებ.“ - განაცხადა როს ვილსონმა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების, აგრეთვე, ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებებით თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის
ინტერვიუ
ინტერვიუ აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელთან: საქართველოს წარმატება ტურიზმის სფეროში ჩვენთვისაც სასარგებლოა
17:08 03.02.2019
ინტერვიუში აზერბაიჯანის ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე ნაჰიდ ბაგიროვი ჟურნალისტ ლეილა მურადს
ინტერვიუ