logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
საქართველო საფრანგეთში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში მონაწილეობს
საქართველო საფრანგეთში მიმდინარე ყველაზე მასშტაბურ გასტრონომიულ გამოფენაში მონაწილეობს
11:22 31.01.2019
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი „საქპატენტი" და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გამოფენაში საქართველოს ჩართვის თანაორგანიზატორები არიან. გამოფენაში მონაწილეობას ორგანიზებას უწევს საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსააგენტო „გასტრონავტი”.

გამოფენა, რომელმაც 6 000-ზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა, ქალაქ ლიონის მერმა, ჟერარდ კოლომბიმ და გასტრონომიული ჩემპიონატის Bocuse d’Or პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ გახსნეს.

გამოფენაზე საქართველო 11-მა ახალგაზრდა მზარეულმა შეფმზარეულის, ლევან კობიაშვილის ხელმძღვანელობით წარმოადგინა და გამოფენის სტუმრებს ქართული კერძები და ავთენტური ინგრედიენტები გააცნო.
„ჩვენ გავხდით დიდი კულინარიული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ქართულ სამზარეულოს უკვე პროფესიონალები წარადგენენ და მსოფლიოს გააცნობენ იმ მაღალი სტანდარტით, რასაც Syrha და Bocuse d’Or ითვალისწინებს“, - განაცხადა დავით ტყემალაძემ.

გამოფენაზე ქართული კერძები ღია სამზარეულოში მზადდება და ვიზიტორებს საშუალება აქვთ მომზადების პროცესს დაესწრონ და დააგემოვნონ ისეთი ქართული კერძები, როგორიცაა ხინკალი, ხაჭაპური, ჩაქაფული, დამბალხაჭო, ხარჩო, ელარჯი და ა.შ. სპეციალური სივრცეა გამოყოფილი ღვინის დეგუსტაციისთვისაც.

ქართული სტენდზე კერძები Bocuse d’Or -ის პრეზიდენტმა, ჟერომე ბოკიუზიმ დააგემოვნა. ქართულ სტენდს სტუმრობდა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი შეფ-მზარეული, ფრანსუა ბაკრიც. იგი ქართველ მზარეულებს შეხვდა და მათ გამოცდილება და შთაბეჭდილებები გაუზიარა.

„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს.
გამოფენის პარალელურად, იმართება მსოფლიოს ყველაზე დიდი გასტრონომიული ჩემპიონატი „Bocuse d’Or 2019”. გამოფენისა და ჩემპიონატის ორგანიზატორი ერთი გუნდია; მათთან ორწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო გახდება „ბოკუზ დორის” გასტრონომიული ოჯახის წევრი და ქართული დელეგაცია ეცდება, საქართველო მოხვდეს 2021 წლის მსოფლიოს და ევროპის კულინარიულ ჩემპიონატზე.

„Sirha 2019” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ქართული სამზარეულო, ქართული კულტურის უნიკალურობა და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტ ადამიანს გააცნოს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის