პრემიერმა კომაროვის სკოლის იმ მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სწავლას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ
პრემიერმა კომაროვის სკოლის  იმ მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სწავლას აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ
17:23 28.01.2019
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკური №199 სკოლის დამამთავრებელი კლასის იმ მოსწავლეებს უმასპინძლა, რომლებიც სექტემბრიდან სწავლას ამერიკის შეერთებული შტატების წამყვან უნივერსიტეტებში განაგრძობენ.

გიორგი ჩუბინიძეს, გიორგი კლდიაშვილს, ლექსო ბორაშვილსა და ლუკა მდივანს მთავრობის მეთაურმა ეს მნიშვნელოვანი მიღწევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე კომაროვის სკოლის მოსწავლეებმა პრემიერს არჩეული პროფესიებისა და იმ მოტივაციის შესახებ აცნობეს, რამაც მათ მიერ უნივერსიტეტების შერჩევა განაპირობა.

გიორგი ჩუბინიძეს (University of Pennsylvania), გიორგი კლდიაშვილს (Massachusetts Institute of Technology), ლექსო ბორაშვილსა ( Lafayette College) და ლუკა მდივანს (Duke Kunshan University) სწავლის საფასურს შესაბამისი უნივერსიტეტები სრულად დაუფინანსებენ. კომაროვის სახელობის სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა აშშ-ის უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უფლება სასწავლო წლის დასრულებამდე პირველად

ბეჭდვა