logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
სპეციალური პორტალი air.gov.ge საზოგადოებას ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის
სპეციალური პორტალი air.gov.ge საზოგადოებას ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას მიაწვდის
23:19 26.01.2019
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მიერ შექმნილი ახალი პორტალი - air.gov.ge უზრუნველყოფს ჰაერის ხარისხთან და მონიტორინგთან დაკავშირებული სრული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ერთიან სივრცეში, ელექტრონული მმართველობის ხელშეწყობას, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით ღონისძიებების დაგეგმვას და გადაწყვეტილების მიღებისა და პოლიტიკის დაგეგმვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას.

"მნიშვნელოვანია საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორც ჰაერის მდგომარეობის შესახებ, ისე მისი დაცვის გზებსა და დაგეგმილ ინიციატივებზე. მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება გადამწყვეტი ფაქტორია ამ პრობლემის მოგვარების კუთხით, რადგან თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საქმეში, რაც საერთო ჯამში დასახულ მიზნამდე მიგვიყვანს.

მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA), რომ ახალი პორტალის მეშვეობით მონაცემების გაცვლა და ინტეგრირება მოხდეს EEA-თან და ევროპის ჰაერის ხარისხის პორტალზე (http://airindex.eea.europa.eu/) აისახოს საქართველოს მონაცემები.

EEA-ის ექსპერტების ვიზიტი რამდენიმე დღის წინ განხორციელდა საქართველოში და მათი შეფასებით, პორტალი არის მაღალ დონეზე მომზადებული, საიდანაც შესაძლებელია გამოცდილების გაზიარება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, რომ ევროკავშირის არაწევრ ქვეყნასთან მოხდეს მონაცემების გაცვლა და ერთიან ევროპულ საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირება"-აცხადებენ სამინისტროში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა