logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილი: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება სამინისტროს პრიორიტეტია
ლევან დავითაშვილი: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოება სამინისტროს პრიორიტეტია
23:06 26.01.2019
ჰაერის ხარისხის შეფასების გამართული სისტემა არის უპირველესი პირობა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ბოლო წლებში სამინისტროს ძალისხმევა დიდწილად სწორედ ამ სისტემის პრაქტიკულად ხელახლა ჩამოყალიბებისკენ იყო მიმართული.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა მონიტორინგის ქსელი. თუკი 2012 წელს ჰაერის ხარისხის შეფასება ხორციელდებოდა ქვეყანის მხოლოდ 4 ქალაქში, ისიც მოძველებული არაავტომატური ტექნიკითა და მეთოდოლოგიით, 2018 წელს გვაქვს 8 ავტომატური სადგური და 1 მობილური სადგური, რომლის საშუალებით შესაძლებელია ქვეყნის ყველა წერტილში გაზომვების ჩატარება.

ავტომატური სადგურების უმეტესობა დონორების -ნიდერლანდების სამეფოსა და იაპონიის მთავრობების მხარდაჭერით იქნა შეძენილი. ასევე საქართველოს 25 ქალაქში ტარდება ინდიკატორულ გაზომვები, რომლის ნიმუშები იგზავნება ბრიტანეთის წამყვან ლაბორატორიაში და შედეგების გამოთვლა ხდება ევროპული სტანდარტების მიხედვით.


მონიტორინგის ქსელის გაფართოება სამინისტროს პრიორიტეტია. მიმდინარე წელს ახალი ავტომატური სადგურები ამოქმედდება ქ. რუსთავსა და ქ. კასპში. ასევე სამინისტრო, საკუთარი რესურსების გამოყენების პარალელურად, აქტიურად მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან. შედეგად, რამდენიმე დღის წინ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ იტალიის რესპუბლიკის გარემოს, ხმელეთისა და ზღვის სამინისტროსთან, რომლის ფარგლებში მიმდინარე და მომავალ წელს დაგეგმილია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის დანერგვა, 5 ახალი მონიტორინგის სადგურის შეძენა და ინსტალირება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირება შეფასების თანამედროვე ევროპული ინსტრუმენტია, რომელიც იძლევა ჰაერის ხარისხის მდგომარეობის სრულ სურათს მთელი ქვეყნისთვის ანუ მოდელირების არეალის ნებისმიერ წერტილში გვექნება ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა