logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ექსპოჯორჯიაში” ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა
„ექსპოჯორჯიაში” ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა
23:02 26.01.2019
საგამოფენო ცენტრ „ექსპოჯორჯიაში” მწვანე პოლიტიკის ინიციატივის ფარგლებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიმართეს.

„მთავრობის მწვანე პოლიტიკა, ეს არის ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი ხედვა. უფრო მეტიც, მე ვიტყოდი, ეს არის ცხოვრების ახალი წესი, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით და ვუვლით ბუნებას, ვინაწილებთ პასუხისმგებლობას და შედეგად ვიღებთ სუფთა ჰაერს, საბოლოოდ კი, ჯანსაღ გარემოს, სადაც უსაფრთხოდ იცხოვრებენ მომავალი თაობები. როდესაც ლაპარაკია ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰაერის დაბინძურებისგან დაცვა და ამისათვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ღონისძიებაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ატმოსფერული ჰაერის დაცვის პრეზენტაცია წარმოადგინა. მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საწვავის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე გაამახვილა.

„ჰაერის ხარისხი უშუალო ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ჩვენი სამინისტროსა და ზოგადად მთავრობის ერთ ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებების ანგარიშისა და სამომავლოდ დაგეგმილი ქმედებების წარდგენასთან ერთად, დამსწრე საზოგადოება სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს, air.gov.ge გაეცნო.

პორტალი სამინისტროს ინიციატივით გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. ჰაერის ხარისხის პორტალი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს. პორტალის საშუალებით დაინტერესებული პირები მათთვის მარტივად გასაგები ინდექსებით მიიღებენ უახლეს ინფორმაციას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის ჯანდაცვით რეკომენდაციებსაც.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან, რომ საქართველოს ატმოსფერული ჰაერის მონაცემები ჰაერის ხარისხის ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმში იყოს ხელმისაწვდომი.

შეხვედრას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, აკადემიური, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა