თბილისში 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე მოიჭრება
თბილისში 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე მოიჭრება
15:58 25.01.2019
დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ხეების ჭრის პროცესი გრძელდება. სანიტარული ჭრები 28 იანვრიდან პირველ ეტაპზე, ცენტრალურ უბნებში - კარტოზია-ცინცაძის კვეთაზე, ბახტრიონის ქუჩის ასახვევთან და მოსკოვის გამზირზე ჩატარდება, რომლის შემდეგ, მთელი თბილისის მასშტაბით განხორციელდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

სამუშაოების ფარგლებში, მოიჭრება 20 000-ზე მეტი ძირი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარე. მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.

თბილისის მერია მოსახლეობას მოუწოდებს, საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ, ეზოებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების შესახებ ინფორმაცია, ფოტოსურათთან ერთად, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურს მიაწოდოს, რათა მათზე დროული რეაგირება მოხდეს.

ბეჭდვა