logo2
logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები კანონის ფარგლებს სცდება
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო: ლევან ხაბეიშვილის ბრალდებები კანონის ფარგლებს სცდება
19:55 24.01.2019
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის ბრალდებებს პასუხობს.

სააგენტოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს გამოვეხმაუროთ თბილისის საკრებულოს წევრის, ლევან ხაბეიშვილის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსა და ქმედებებს, რომელიც კანონის ფარგლებს სცდება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, რომელიც ამავდროულად, საკრებულოს სარევიზიო კომისიის წევრია და შესაბამისად, აქვს სრული მანდატი და უფლებამოსილება ოფიციალურად, მისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების კონტროლი, სრულიად დესტრუქციული ქმედებებით იჭრება საბავშვო ბაგა-ბაღების სამუშაო პროცესში, იწვევს პანიკას პერსონალში და აფერხებს დაწესებულების მშვიდ, ნორმალურ გარემოში მართვას.

24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილი N144 ბაგა-ბაღის შენობაში შეიჭრა და სამზარეულო ბლოკისა და პროდუქტის საწყობების დათვალიერება მოინდომა, რისი უფლებაც ბაგა-ბაღის ადმინისტრაციამ არ მისცა და აიძულა, შენობა დაეტოვებინა.

ნათელია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, ბაგა-ბაღების თემატიკით საზოგადოებაში, რომლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები არიან, ეჭვი და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში კვებასთან დაკავშირებით უნდობლობა გამოიწვიოს.

კიდევ ერთხელ გვსურს შევახსენოთ საზოგადოებას, რომ თბილისის საბავშვო ბაღებში, როგორც კვების, ისე ჰიგიენის, ჯანმრთელობის კონტროლისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხები პერმანენტულ მონიტორინგს ექვემდებარება და ამ პროცესში, სააგენტოს ყოველდღიური კონტროლის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა ჩართული.

ამასთან, კომპანიას, რომელიც ბაღების კვებით უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი, აქვს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ლაბორატორიული კვლევების დასკვნები, შესაბამისი სერტიფიკატები და ყველა ის დოკუმენტი წარმოადგინოს, რითაც საკვების ვარგისიანობა და უსაფრთხოება დასტურდება.

მოვუწოდებთ ლევან ხაბეიშვილს, ისარგებლოს მისთვის კანონით მინიჭებული მანდატით და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების კანონზომიერი მუშაობის კონტროლი მისი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს“-აცხადებენ სააგენტოში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა