logo2
logo2
logo2
არქივი
« აგვისტო 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შპს „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფს ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სხვაობის გამო 30 000 ლარით დაჯარიმდა
შპს „ნილი“, რომელიც საბავშვო ბაღებს საკვებით უზრუნველყოფს ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სხვაობის გამო 30 000 ლარით დაჯარიმდა
16:31 24.01.2019
„შპს „ნილი“, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო დაჯარიმდა,“ - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი აჟიოტაჟია ატეხილი და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშობლები დაარწმუნონ, თითქოს ბავშვების კეთილდღეობას საფრთხე ექმნება.

„პირველ რიგში, მინდა მივმართო მშობლებს და არა ოპოზიციას და ავუხსნა, თუ რა ზომებს იღებს თბილისის მერია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღებში აღსაზრდელების კვება ხარისხიანი და უვნებელი იყოს. საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სააგენტო აწარმოებს. ისინი წლის განმავლობაში, პერიოდულად, 180-ვე ბაღს ამოწმებენ. მოწმდება ბაღის სამზარეულოს ჰიგიენური ნორმები, შენახვის პირობები, ასევე, ტარდება ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე. მსგავსი კვლევები 180-ვე ბაღში არაერთხელ ჩატარდა და არანაირი გადაცდომა ან დარღვევა არ დადასტურებულა“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე განმარტებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, 180-ვე ბაღს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება გეგმიურად ამოწმებს. წლის განმავლობაში, მათ მიერ დაახლოებით, 1100-მდე შემოწმება ჩატარდა; სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ბავშვებისთვის მიწოდებას, მზა კერძების რაოდენობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის წესის დაცულობასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.


„ამ ყველაფრის პარალელურად, შიდა აუდიტის საშუალებით, იმისთვის, რომ კიდევ ერთი დამატებითი საშუალება გვქონდეს და დარწმუნებული ვიყოთ სურსათის უვლებლობაში, თბილისის მერია მოულოდნელად, წელიწადში რამდენჯერმე, ძალიან საფუძვლიან კვლევას ატარებს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. მერიის შიდა აუდიტმა გასული წლის 6 დეკემბერს, ასეთივე კვლევა თევზის ფილის ნიმუშებზე ცხიმიანობასა და პროდუქციაში ტყვიისა და კადნიუმის შემცველობაზე ჩაატარა. აღებული იყო ასევე, ყველის, კარაქის, ხაჭოს, არაჟნის, მაწონის, სასმელი რძის ნიმუშები ცხიმიანობაზე, რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად, რომელიც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ასევე ხარისხის ლაბორატორიამ (LLC Quality Lab) ჩაატარა, გადაცდომები გამოვლინდა“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერის მოადგილე განმარტავს, რომ თევზის ფილის ცხიმიანობაში 7%-ის ნაცვლად, 6,0%-დან 6,8% იყო, რაც დასაშვებ ნორმაზე, დაახლოებით, 0,2%-ით ნაკლებია.

„ნებისმიერი ნუტრიციოლოგი გეტყვით, რომ ეს ხიფათის შემცვლელი არ არის. მეტიც, ეს მოზარდს აძლევს ზუსტად იმ კალორაჟს და სარგებელს, რაც საკვებისგან უნდა მიიღოს. გადაცდომა არის იმიტომ, რომ ეს ბუნებრივი საკვებია. ჩვენ ბაღებში არაბუნებრივ დანამატებს და საკვებს არ ვუშვებთ. შესაბამისად, ზუსტად 7%-იანი ცხიმიანობით, ბუნებრივი საკვების მაჩვენებელის მუდმივად შენარჩუნება ძალიან ძნელი იქნებოდა, თუმცა ამ მინიმალური გადაცდომის მიუხედავად, კომპანია ამაზე მაინც ჯარიმდება“, - აღნიშნა ილია ელოშვილმა.

მისივე ინფორმაციით, მეორე გადაცდომა იყო ხაჭოს ცხიმიანობა - ნაცვლად 6%-სა, დაფიქსირდა 5,7%; მესამე გადაცდომა - ტომატის ნიმუშებში 22%-დან 24%-მდე მასაში სხვაობაა, რაც 2%-იანი ცვლილებაა; მეოთხე გადაცდომა ეხებოდა ყველს, რომლის ნიმუშებშიც, ნატურალური რძის ნაცვლად, რძის ფხვნილი აღმოჩნდა.

„თავისთავად, ესეც ჯანმრთელობისთვის საგანგაშო და საშიშ ფაქტორებს არ შეიცავს. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვმა ცხოველური დანამატები და ზეთები მიიღოს. ამიტომაც, კონტრაქტორი ვალდებულია, რომ მთავრობის დადგენილების სტანდარტები დააკმაყოფილოს. შესაბამისად, ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას 30 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დავაკისრეთ. მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ მოულოდნელ შემოწმებებს, მიუხედავად იმ ათასობით შემოწმებისა, რომლებიც ბაღებში ისედაც ტარდება. უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი შვილები, კარგად და ჯანსაღად იკვებებიან და მათ ჯანმრთელობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.

მისივე თქმით, საბავშვო ბაღებში საკვების ვარგისიანობასთან და მიკროშემადგენლობასთან დაკავშირებით, არანაირი საფრთხე არ არსებობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის