ამაღამ ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება
ამაღამ ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობა გადაიკეტება
22:54 23.01.2019
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო ილუმინაციების დემონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ 00:00 საათიდან 24 იანვრის 07:00 საათამდე, ჭავჭავაძის გამზირზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი” ახორციელებს.

ბეჭდვა