logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ილია ელოშვილი N85 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
ილია ელოშვილი N85 საჯარო ბაგა-ბაღში სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო
15:47 21.01.2019
თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ, კახაბერ გვანცელაძესთან ერთად, N85 საჯარო ბაგა-ბაღში იმყოფებოდა, სადაც სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.

მერის მოადგილემ აღსაზრდელებსა და პედაგოგებს სააღმზრდელო პროცესის განახლება მიულოცა და ახლადგარემონტებული ჯგუფები დაათვალიერა.

„მინდა, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის დაწყება მივულოცო მშობლებს, მასწავლებლებს და რა თქმა უნდა, ბავშვებს. თბილისის ყველა ბაღი სასწავლო წელს მომზადებული შეხვდა. სკოლამდელი აღზრდა მერიისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. არდადეგების პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ 180-ვე ბაღში, როგორც საჭირო სარემონტო სამუშაოები, ასევე ყველა ის სადეზინფექციო სამუშაო ჩაგვეტარებინა, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული და აუცილებელია“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე თქმით, ზამთრის არდადეგების პერიოდში, ზოგიერთ საჯარო ბაღში სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა. N85 ბაგა-ბაღში სამზარეულოს ცალკე შენობაში გადატანა მოხდა, მის ადგილას კი ორ-სამწლიანთა ჯგუფისთვის ინდივიდუალური შესასვლელით, იზოლირებული საპირფარეშოთი და სათავსოებით, ახალი ოთახი მოეწყო. ბაგა-ბაღს ასევე, ადმინისტრაციული პერსონალისთვის საჭირო კაბინეტები დაემატა.

დედაქალაქში 180 საჯარო ბაგა-ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 000-მდე აღსაზრდელი სკოლამდელ განათლებას უფასოდ იღებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა