logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრა გამართა
კახა კალაძემ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელთან შეხვედრა გამართა
14:25 21.01.2019
თბილისის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძესთან და მერის მოადგილე მაია ბითაძესთან ერთად, სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ხმალაძემ განმარტა, ამ ეტაპზე, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ შედგა, თუმცა დედაქალაქის მთავრობა მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდეს.

„სასამართლოში ორი ბრძანება იყო გასაჩივრებული - ერთი უვადო სპეცნებართვა, ყოფილი მერის, გიგი უგულავას მიერ 2013 წელს გაცემული. ამის საფუძველზე გაცემული იყო უშუალოდ მშენებლობის ნებართვა, ვადიანი, რომელსაც ვადა ამოეწურა. სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი აცხადებს, რომ ხელთ აქვს უვადო სპეცნებართვა და მის საფუძველზე, მშენებლობის ნებართვა ეკუთვნის მაშინ, როგორც კი ამას მოითხოვს. ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია მოგვმართავს. ნებართვას ვადა გაუვიდა, მაგრამ ეს დოკუმენტი რის საფუძველზეც გაიცა, არის სპეციალური აქტი, რომელიც 2013 წელს იმდროინდელმა მერმა გამოსცა. ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს. ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა, რომელიც მერიას შეექმნა. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს არ დავუშვათ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, ვაკის პარკში მსგავსი მასშტაბის სასტუმროს აშენების ნებართვის გაცემა დედაქალაქის მერიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა შესაძლო ალტერნატივას, მაგრამ ჯერჯერობით, შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ვინაიდან ის არც ადგილმონაცვლეობას თანხმდება და არც პარამეტრების შემცირებას. ის თავის თავს საკმაოდ მყარად მიიჩნევს, ვინაიდან, ხელში სასამართლოგამოვლილი, ძალაში მყოფი სპეციალური ნებართვა უჭირავს, რომელიც 2013 წელს გაიცა. ეს ადამიანი პოზიციებს არ თმობს და ამ ეტაპზე, შეთანხმება ჯერჯერობით არ არის მიღწეული, მაგრამ შემიძლია კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ არ დავუშვებთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ვაკის პარკში 30-მეტრიანი სასტუმრო არ აშენდეს“, - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა.

მისივე თქმით, მერია ყოველთვის ქალაქის ინტერესებიდან გამოდის, უსამართლოდ არასდროს იქცევა და კანონს არ არღვევს, თუმცა ყველანაირ ბერკეტს გამოიყენებს, რათა კერძო მესაკუთრისა და მოქალაქეების სამართლებრივი ინტერესები დააბალანსოს.

„ვაკის პარკი ქალაქში ერთადერთი უნიკალური ადგილია და მის გაუბედურებას ჩვენ ხელს ვერ შევუწყობთ, თუნდაც ეს საკმაოდ ძვირი მონაცვლეობის ფასად დაგვიჯდეს. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ კანონს გადავახტეთ და მესაკუთრის უფლებები შევლახოთ, ამიტომაც ვართ მოლაპარაკების რეჟიმში. გავაგრძელებთ სასტუმროს მეპატრონესთან კონსულტაციას და შევეცდებით, რაიმე სხვა პირობაზე დავიყოლიოთ“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თავად სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მფლობელი გიორგი ზაქაიძე აცხადებს, რომ ის არც ადგილმონაცვლეობითაა დაინტერესებული და არც სასტუმროს პარამეტრების შემცირებაზეა თანახმა. მისივე თქმით, თბილისის მერია ვალდებულია, მშენებლობის ნებართვა აღუდგინოს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის