logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
ირაკლი ხმალაძე: გაზის სისტემის უსაფრთხოება ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა
ირაკლი ხმალაძე: გაზის სისტემის უსაფრთხოება ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა
17:43 17.01.2019
თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ექსპლუატაციაში მიღება გაზის სისტემის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობას არ გამოავლენდა.

„საუბარი იყო იმაზე, რომ კორპუსი ექსპლუატაციაში მიღებული არ იყო. ექსპლუატაციაში მიღება არაფერს ცვლიდა, რადგან შენობა ამისთვის უკვე მზად იყო. გაზის სისტემის უსაფრთხოებას მერიის მხრიდან ექსპლუატაციაში მიღება არ ადგენს. ეს ენერგოკომპანიების პასუხისმგებლობაა და უფლებამოსილებები მათზეა დელეგირებული, რამდენადაც ისინი დისტრიბუციის ლიცენზიანტებს წარმოადგენენ. მხედველობაში მაქვს გაზი და ელექტროენერგიაც. დიდი ტრაგედია მივიღეთ. ამას უმოკლეს დროში გარემოებების შესწავლა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერი იმედოვნებს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტების პრევენცია მოხდება.

„ღრმად მჯერა, რომ პასუხისმგებლობის, თვითშეგნებისა და გულისხმიერების კიდევ უფრო მაღალი დონე უნდა გამოავლინონ, როგორც კომპანიებმა, ისე მომხმარებლების მხრიდანაც საჭიროა ყურადღება, რადგან დღეს ქალაქში კიდევ გვაქვს კუსტარული მიერთებები, თვითნებურად დამზადებული გამათბობლები, რომლებიც რისკის მატარებელია. გუშინ საუბრობდნენ იმაზე, რომ გამოძახებაც იყო. ამაზე წინასწარ საუბარი არ მინდა, თავს შევიკავებ. უნდა დაველოდოთ იმ პროცესების დასრულებას, რომელიც გუშინ ღამევე დაიწყო“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დაგროვებული ბუნებრივი აირის აფეთქებას გუშინ ოთხი ადამიანის, მათ შორის ერთი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა