ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა, რომ 22 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი H1 N1 ვირუსი
გახდა.
სალომე ქემაშვილი გუშინ, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ექიმების განმარტებით, გარდაცვალება დაგვიანებულმა მკურნალობამ და გრიპის შემდგომმა ენცეფალიტმა გამოიწვია. გოგონა კლინიკაში გასულ კვირას ბორჯომიდან გადაიყვანეს, თუმცა უშედეგოდ. ის ბორჯომში მკურნალობდა 28 დეკემბრიდან და სწორედ გრიპის შემდგომი გართულებებით მოათავსეს ინფექციურ საავადმყოფოში, სამკურნალო დაწესებულებაში შეყვანისას, გოგონა უკვე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში ეს უკვე ლაბოტატორიულად დადასტურებული ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების მე-13 შემთხვევაა.