დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
10:09 10.01.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ვარკეთილი-3 დასახლების I, II და III მიკრორაიონების, ცოტნე დადიანის, ხუდადოვის, სელიმ ხიმშიაშვილის, ვახტანგ მახალდიანის, თოფურიძის, ალილუევის, ეროსი მანჯგალაძის, ჩოხატაურის, ჯავახეთის, კუპრაძის, ლადო კოტეტიშვილის და ილია სუხიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.


11 საათიდან 14 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის, სანზონის დასახლების და გუდამაყრის ქუჩის მაცხოვრებლები,11 საათიდან 18 საათამდე სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის, მეტროსადგურ "სამგორი"-ს მიმდებარე ტერიტორიის, მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, სამგორის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ანთიმოზ ივერიელის, ოსიპ მანდელშტამის, გოჩა ონაშვილის, ალექსანდრე წულუკიძის, ლაღიძის, ხარაბაძის მეფე მირიანის, პეტრე იბერის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მაცხოვრებლები.

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა ჯიქიას, ფალიაშვილის, მოსაშვილის და პოლიტკოვსკაიას ქუჩების მაცხოვრებლებს, 13 საათიდან 15 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, უნივერსიტეტის, ფხაკაძის, ნაფეტვრებისდა იოსელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 16 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, აღმაშენებლისგამზირის (ნაწილობრივ) , ჭავჭავაძის, კეკელიძის,თაყაიშვილის, მელიქიშვილის, ძოწენიძის და რამაზ ჩხიკვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 14 საათამდე გლდანის მასივის I, III დაIII-ა მიკრორაიონების მაცხოვრებლებს შეეხება.


ბეჭდვა