logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო
ისნის რაიონში, მთისძირის მეორე შესახვევის რეაბილიტაცია დაიწყო
15:42 09.01.2019
ისნის რაიონში, ავლაბრის ტერიტორიაზე, მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტის პირველ ეტაპზე, გზის 410-მეტრიან მონაკვეთზე წყალმომარაგების ცენტრალური ქსელი შეიცვლება და წყალარინების სისტემა მოწესრიგდება.

სამუშაოებს ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ასრულებს. აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდეგ, გამგეობა გზის რეაბილიტაციას განახორციელებს.

მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევი რაიონში ერთ-ერთი პრობლემური ქუჩაა, სადაც მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო, გზის რეაბილიტაცია ვერ ხერხდებოდა. ადგილობრივ მოსახლეობას წლების განმავლობაში, როგორც წყალმომარაგების, ასევე გადაადგილების პრობლემა ექმნებოდა.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

„წლის პირველივე რიცხვებში პრობლემური ქუჩების მოწესრიგებას შევუდექით, რომლებიც გასულ წელს დეტალურად შევისწავლეთ და მათი რეაბილიტაცია დავგეგმეთ. ერთ-ერთი ასეთია ავლაბარში, მთისძირის მეორე შესახვევი და ნავთლუღში, ციხისძირის ქუჩა თავისი ჩიხებით და შესახვევებით, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. მოსახლეობას დავპირდით, რომ აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაცია პრიორიტეტული იქნებოდა. მადლობა კომპანია GWP-ს, იმისთვის, რომ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და შესაბამისი სამუშაოები დროულად დაიწყო. სამუშაო პროცესში მაქსიმალურად ჩართული ვარ, რათა პროექტი შეუფერხებლად და წარმატებით განხორციელდეს“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

ისნის რაიონის გამგეობა მთისძირის ქუჩის მეორე შესახვევში საგზაო სამუშაოებს მომავალი თვიდან დაიწყებს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილთან: უკრაინის საკითხი ყველა ავტოკეფალური ეკლესიისთვის ლუსტრაციაა
14:45 25.12.2018
უკრაინაში ახალი ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებისა და კიევისა და
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი ებრაელი და ქართველი „აფერისტების“ შესახებ ისრაელის ტელეარხის ეთერში
11:20 12.12.2018
მიხეილ სააკაშვილი ძალიან ემოციური პიროვნებაა და ხშირად მწვავე გამონათქვამებს უშვებს: მაგალითად, მან
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: არის მცდელობა, რომ საქართველოს მეშვეობით მთლიანად კავკასიას ცეცხლი მოუკიდონ
11:00 12.12.2018
რუსეთის რადიოსადგურ «Эхо Москвы»-ის პროგრამა «Особое мнение»-ს სტუდიაში საუბრობენ გადაცემის წამყვანი მაშა
ინტერვიუ
ქართული პოლიტიკის ფრანგული აქცენტი-სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის პერსპექტივა
11:18 06.12.2018
ამერიკული რადიოსადგურის „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის „რადიო სვობოდას“ პროექტ
ინტერვიუ
გია ნოდია: მიშას ციხეში ჩაჯდომა არ შეიძლება, ეს ის ადამიანი არ არის ვინც ციხეს გაუძლებს
11:08 05.12.2018
საქართველოს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნებში
ინტერვიუ
ინტერვიუ გრიგოლ ვაშაძესთან: მოსკოვი ჩვენს პირობებს უნდა დაეთანხმოს
17:43 02.12.2018
ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ოლღა ივშინამ თბილისში ყოფნისას
ინტერვიუ
ამერიკელი დიპლომატი: საქართველოსთან ომს რუსეთის შეცდომად ვთვლი
10:43 19.11.2018
აშშ-ში გამოვიდა ახალი წიგნი სახელწოდებით „რუსეთი ადგილის გარეშე“, რომელშიც
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: ვიმედოვნებთ, არჩევნები კარგად ორგანიზებული, მშვიდობიანი და გამჭვირვალე იქნება
11:54 28.10.2018
საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს და განწყობებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის
ინტერვიუ
Pleas creat article