logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
პარლამენტმა კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა
პარლამენტმა კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენას უმასპინძლა
18:47 08.01.2019
საქართველოს პარლამენტმა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ორგანიზებით ფოტოგამოფენას - „საგანძური“ უმასპინძლა, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადების დღეს მიეძღვნა.



ფოტოგამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა მიმართა.



„დღეს ერთად ვმასპინძლობთ საგანმანათლებლო-შემეცნებით ფოტოგამოფენას - „საგანძური“, რომელიც მოიცავს ხელოვნების მუზეუმში დაცული ოქროს ფონდის ოცდაცამეტი უნიკალური ექსპონატის ორიგინალების ზომების ფოტო-ვერსიებს.

აღნიშნული ფოტოგამოფენა შეიქმნა 2008 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით და ეს გახლავთ პირველი მოძრავი ფოტო-ექსპოზიცია, რომელმაც პრაქტიკულად მოიარა საქართველოს სხვადასხვა მხარე და რომლითაც ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობა ხდება ბევრად უფრო ხელმისაწვდომი და ცნობადი ჩვენი საზოგადოებისთვის.



დღევანდელი გამოფენა ჩვენ გვინდა სიმბოლურად მივუძღვნათ კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს, რომელიც ოთხ ათეულ წელზე მეტია ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელია. მას უკავშირდება უაღრესად დიდ წარმატებები არა მხოლოდ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებასთან, არამედ აღმშენებლობის უაღრესად მნიშვნელოვან პროცესთან დაკავშირებითაც, რომლის მომსწრენიც თითოეული ჩვენთაგანი ვართ“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.



მისივე თქმით, ფოტოგამოფენა „საგანძური“ საქართველოში პირველი მოძრავი ფოტოექსპოზიციაა, რომელიც ეფუძნება უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობასა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში, როდესაც არატრასპორტირებადი კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით იქმნება მისი მაღალმხატვრული და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა და სწორედ ამ სახით მიეწოდება საზოგადოებას, განსაკუთრებით რეგიონებში.



სტუმრებს სიტყვით მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.



„პარლამენტში ახალ კალენდარულ წელს ვხსნით ამ ლამაზი გამოფენით, როგორც ნიშანს იმისა, რაც გვაერთიანებს. ქართველებს და არა მარტო ქართველებს გვაერთიანებს კულტურა და ხელოვნება და მე მადლობელი ვარ მარიამ ჯაშის ამ კარგი ინიციატივისთვის, რომ ახალ წელს სწორედ ასეთი ღონისძიებით ვიწყებთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. მნიშვნელოვანია ის, რომ დღეს ჩვენ ვულოცავთ დაბადების დღეს ქრისტიანულ სამყაროში, მართლმადიდებლურ სამყაროში ყველაზე დღეგრძელ და ყველაზე წარმატებულ პატრიარქს. მე იმედი მაქვს, რომ დღევანდელი ღონისძიება, პროექტის ავტორებთან ერთად, საშუალებას მოგვცემს კიდევ ერთხელ ჩავიხედოთ საქართველოს ისტორიაში, კიდევ ერთხელ ვეზიაროთ ქართველი ადამიანის შექმნილ კულტურულ მიღწევებს და ამავდროულად ხმამაღლა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის არა მარტო ნაწილი, არამედ თავად ევროპული ცივილიზაციის შემოქმედი ერი“,-აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.



საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის, დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ პროექტი გრძელდება, რომლის მიზანიცაა ცოდნის და რწმენის გაერთიანება.



„ჩვენი ქვეყანა ყოველთვის იდგა ქრისტიანულ ფუნდამენტზე. ამ გამოფენის მიზანია ქართულ საზოგადოებას პირველ რიგში ვაჩვენოთ თუ როგორ შეიძლება ცოდნა და რწმენა იყოს ერთად და ამასთანავე ვაჩვენოთ ამ ნიმუშების მეცნიერული მნიშვნელობა“,-აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.



ღონისძიებაზე, ფოტოგამოფენა „საგანძურის“ ფარგლებში წლების განმავლობაში გაწეული სამუშაოსთვის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს გადაეცათ დიპლომები.



ფოტოგამოფენას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს, სამეცნიერო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა