logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს
21:31 07.01.2019
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წევრებმა თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანთაკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს. პარლამენტის წევრებმა ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და მათ დახმარება აღუთქვეს. პარლამენტის წევრებმა სოფელ ზარდიაანთაკარში მდებარე ქართული საგუშაგოების ჯარისკაცებიც მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.

„საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში მივულოცეთ შობა და ახალი წელი მოსახლეობას, იმ ბიჭებს, რომლებიც პოსტზე დგანან ვაჟკაცურად. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველას ვულოცავ, ამ სოფელსაც, ქართლსაც და საქართველოსაც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება ხელისუფლების მხრიდან.

„დღეს შობა მივულოცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან. აქ ერთ მხარეს ჩვენი საგუშაგოა, მეორე მხარეს კი, რამდენიმე ათეულ მეტრში არის საგუშაგო, რომელიც ფაქტიურად ეკუთვნის სხვა ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. აქვე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება მძიმეა. ჩვენ ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ყოფა საშობაო-საახალხლო ნობათით, თუმცა როგორც ვხვდებით, ყურადღება უფრო უმსუბუქებს მათ ამ სიმძიმეს. ყურადღება ამ ადამიანებს არასდროს არ უნდა მოაკლდეთ იმიტომ, რომ ესენი არიან გმირი ადამიანები ისევე, როგორც ის ჯარისკაცები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იცავენ. შობას ვულოცავ მათ და ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას, ამ სიმძიმის მოხსნას, რომელიც ქართველი ერის და ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზი.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მოსახლე ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფა, ყოველდღიური პრობლემები. ვულოცავ მთლიანად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - გნაცხადა გუბერნატორმაებმა კონფლიქტის ზონის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის წევრებმა თემურ ხუბულურმა და იოსებ მაკრახიძემ, ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ და შიდა ქართლის რეგიონის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტის ზონის სოფელ ზარდიაანთაკარის მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცეს. პარლამენტის წევრებმა ქართულ და ოსურ ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები გადასცეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას გაეცნენ და მათ დახმარება აღუთქვეს. პარლამენტის წევრებმა სოფელ ზარდიაანთაკარში მდებარე ქართული საგუშაგოების ჯარისკაცებიც მოინახულეს და შობის დღესასწაული მიულოცეს.
„საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ზარდიაანთკარში მივულოცეთ შობა და ახალი წელი მოსახლეობას, იმ ბიჭებს, რომლებიც პოსტზე დგანან ვაჟკაცურად. არის საკითხები, რომელიც უნდა გადაწყდეს. რიგი საკითხებისა მოგვარებულია, სოფელში გაზიც შემოყვანილია, მაგრამ მთავარი თემა მაინც, რასაკვირველია, საოკუპაციო ხაზთან ცხოვრების სიმძიმეა. ამ სიმძიმის შესამსუბუქებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ. ყველას ვულოცავ, ამ სოფელსაც, ქართლსაც და საქართველოსაც შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყურადღება ხელისუფლების მხრიდან. „ დღეს შობა მივულოცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზთან. აქ ერთ მხარეს ჩვენი საგუშაგოა, მეორე მხარეს კი, რამდენიმე ათეულ მეტრში არის საგუშაგო, რომელიც ფაქტიურად ეკუთვნის სხვა ქვეყნის, ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლებს. აქვე ცხოვრობენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება მძიმეა. ჩვენ ვცდილობთ, შევუმსუბუქოთ ყოფა საშობაო-საახალხლო ნობათით, თუმცა როგორც ვხვდებით, ყურადღება უფრო უმსუბუქებს მათ ამ სიმძიმეს. ყურადღება ამ ადამიანებს არასდროს არ უნდა მოაკლდეთ იმიტომ, რომ ესენი არიან გმირი ადამიანები ისევე, როგორც ის ჯარისკაცები, რომლებიც საოკუპაციო ხაზს იცავენ. შობას ვულოცავ მათ და ვუსურვებ ქვეყნის გამთლიანებას, ამ სიმძიმის მოხსნას, რომელიც ქართველი ერის და ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი ხოჯევანიშვილის თქმით, ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზი. „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ აქ მოსახლე ადამიანებს შევუმსუბუქოთ ყოფა, ყოველდღიური პრობლემები. ვულოცავ მთლიანად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს“, - გნაცხადა გუბერნატორმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა